1. 1) სუსტი სუნი; a whiff of cigar smoke სიგარის ბოლის სუნი [შდრ. აგრ. 5 1)]; as she walked past, I caught a whiff of her perfume როდესაც ქალმა გვერდით ჩამიარა, მისი სუნამოს სუნი ვიგრძენი;
2) სლ. ცუდი სუნი; სიმყრალე;
2. ნიავი, ქარის წამობერვა;
3. რისამე ნიშანი, კვალი, რისამე ოდნავი გამოხატულება; რისამე შეგრძნება; the whiff of danger filled her with excitement საფრთხის შეგრძნებამ იგი მღელვარებით აღავსო; there has been a whiff of financial scandal in the past ფინანსური სკანდალის ნიშანი წარსულშიც ყოფილა; they regularly hold elections without a whiff of corruption or violence ისინი რეგულარულად ატარებენ არჩევნებს კორუფციის ან ძალადობის რაიმე ნიშნის გარეშე;
4. 1) შესუნთქვა, ჩასუნთქვა; I found my inhaler and took a deep whiff ჩემი ინჰალატორი ვიპოვე და ღრმად ჩავისუნთქე;
2) ნაფაზი, თამბაქოს ბოლის ჩასუნთქვა;
5. 1) ბოლქვი, ქულა (ორთქლისა, კვამლისა, განსაკ. თამბაქოს ბოლისა); a whiff of tobacco smoke თამბაქოს ბოლის ბოლქვი [შდრ. აგრ. 1 1)]; the heaven, in whose vast blue depths hung light whiffs of pinkish cloud ზეცა, რომლის უძირო ლურჯ სიღრმეებშიც მოვარდისფრო ღრუბლის მსუბუქი ქულები ეკიდა;
2) საუბ. სიგარეტი; პატარა სიგარა;
6. სტვენა; შხუილი, შუილი, წუილი (ჰაერისა, სწრაფად მოძრავი საგნისა და სხვა);
7. ამერ. სპორტ. ბურთისთვის აცილება, ბურთის ვერდარტყმა (გოლფი, ბეისბოლი).