ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

whether II conjunction
[ʹwɛðə(r)]
ბეჭდვა

1. [ხშ. whether or not; whether ... or (whether)] შემოჰყავს 1) ირიბი კითხვა ან დამატებითი დამოკიდებული წინადადებები თუ (არა); ხომ (არ); she asked me whether I needed any help მან მკითხა, რაიმე დახმარება ხომ არ მჭირდებოდა / გჭირდებაო; he asked me whether we would be coming to the party მან მკითხა, მივიდოდით თუ არა წვეულებაზე; I'll see whether she's at home ვნახავ, სახლში თუ არის / სახლში არის თუ არა იგი; I wondered whether he had done it all himself or whether someone had helped him მაინტერესებდა, ეს ყველაფერი თავად ჰქონდა გაკეთებული, თუ ვინმე დაეხმარა;

2) ქვემდებარული, დამატებითი, ატრიბუტული ან პრედიკატული დამოკიდებული წინადადებები, რომლებიც გამოხატავენ ეჭვს, გაურკვევლობას, არჩევანს ალტერნატიულ ვარიანტებს შორის და მისთ. თუ (არა); he seemed undecided whether to go or stay როგორც ჩანდა, ვერ გადაეწყვიტა წასულიყო თუ დარჩენილიყო; it's doubtful whether there'll be any seats left საეჭვოა / გაურკვეველია, დარჩენილი იქნება თუ არა თავისუფალი დასაჯდომი ადგილები; I didn't know whether to believe him or not არ ვიცოდი, დამეჯერებინა მისთვის თუ არა; the question arose as to whether this behaviour was unlawful წამოიჭრა საკითხი, იყო თუ არა ამგვარი საქციელი უკანონო / კანონსაწინააღმდეგო;

2. [ჩვეულ. whether ... or no(t)] შემოჰყავს პირობით-დათმობითი დამოკიდებული წინადადებები ან კონსტრუქციები თუ არა; whether he comes or not, we shall leave იმისდა მიუხედავად, მოვა იგი თუ არა / თუ არ მოვა, ჩვენ გავემგზავრებით; I'm going whether you like it or not მე მივდივარ, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თქვენ ეს თუ არა; he was completely ignored, whether by accident or design შემთხვევით იყო ეს თუ განზრახ, მას სრულ იგნორირებას უწევდნენ; whether or not we're successful, we can be sure that we did our best იმისდა მიუხედავად, მივაღწევთ წარმატებას თუ არა, დარწმუნებულნი შეგვიძლია ვიყოთ, რომ ძალ-ღონე ნამდვილად არ დაგვიშურებია; poor farmers, whether owners or tenants, will be worst affected ყველაზე უარყოფითად ეს ღარიბ ფერმერებზე იმოქმედებს, იქნებიან ესენი მესაკუთრეები, თუ მოიჯარეები;

3. შესიტყვებში: whether or no ა) ნებისმიერ შემთხვევაში; რაც არ უნდა მოხდეს; ასეა თუ ისე; I will do it, whether or no მე ამას ნებისმიერ შემთხვევაში გავაკეთებ; whether or no, this is the principle already acted upon ასეა თუ ისე, ამ პრინციპის მიხედვით უკვე მოქმედებენ / ეს პრინციპი უკვე გამოიყენება; ბ) თუ; whether or no it is true I cannot tell მართალია თუ არა ეს, მე არ ვიცი / ამის თქმა არ შემიძლია.

whether I whetstone

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0569