1. სველი; wet clothes სველი ტანსაცმელი; wet grass სველი / ცვრიანი ბალახი; you'll get wet if you go out now თუ ახლა გარეთ გახვალ, დასველდები; try not to get your shoes wet ეცადე ფეხსაცმელები არ დაისველო; his face was wet with tears სახე ცრემლებისგან ჰქონდა სველი; we were all soaking wet ყველანი გალუმპულები ვიყავით;
2. წვიმიანი; ნესტიანი, ტენიანი; a wet day წვიმიანი / ნესტიანი დღე; a wet climate ტენიანი / ნოტიო ჰავა; it's wet outside გარეთ სინესტეა; it was the wettest October for many years მრავალი წლის განმავლობაში, ეს ყველაზე უფრო წვიმიანი / ნესტიანი ოქტომბერი იყო;
3. გაუმშრალი, ჯერ რომ არ გამშრალა (ითქმის საღებავის, მელნის და მისთ. შესახებ); Keep off! Wet paint ფრთხილად, შეღებილია! (წარწერა ახალშეღებილ ღობეზე, კედელზე და მისთ.);
4. სპეც. 1) სველი, თხევადი, წყლის / სითხის მონაწილეობით რომ მიმდინარეობს, წყლის / სითხის გამოყენებით რომ მუშაობს;
2) სველი, თხევადი, შეზეთვასთან დაკავშირებული;
◇ (still) wet behind the ears სლ. (ჯერაც) ახალგაზრდა, უმწიფარი, გამოუცდელი; მიამიტი, გულუბრყვილო; all wet ამერ. საუბ. ა) ძლიერ შემცდარი, რომ ცდება; I might be all wet about this შეიძლება ამაში ძლიერ ვცდებოდე; შეიძლება მეშლება; you're all wet if you think ... ძლიერ ცდები, თუ ფიქრობ / გგონია, რომ ...; სულ ტყუილად გგონია, რომ ...; ბ) სრულიად მცდარი, არასწორი; უმართებულო; what you wrote was all wet შენ რაც დაწერე, სწორი არ იყო / სიმართლეს არ შეესაბამებოდა; you need to come up with a new ad campaign, because the old one was all wet ახალი სარეკლამო კამპანია უნდა შეიმუშაოთ, ვინაიდან ძველი არასწორი იყო / არაფრად არ ვარგოდა.