1. დახვეწილად ან სწორად / გამართულად მეტყველი; ლიტერატურულ ენაზე მოლაპარაკე; intelligent, well-spoken people with worthwhile things to say ჭკვიანი, გამართულად მეტყველი ადამიანები, რომლებსაც მრავალი მნიშვნელოვანი რამ აქვთ სათქმელი; the new chairperson was very well spoken ახალი თავმჯდომარე ძალზე დახვეწილად ლაპარაკობდა / უაღრესად გამართული მეტყველებით გამოირჩეოდა;
2. თავაზიანად მოლაპარაკე, ლაპარაკისას თავაზიანი / დელიკატური; a well-spoken gentleman თავაზიანად მოლაპარაკე ჯენტლმენი;
3. დახვეწილი, გამართული; სწორი, მართებული, დროული (ითქმის ვისიმე სიტყვების, გამონათქვამის და ა.შ. შესახებ); a well-prepared, well-spoken speech კარგად მომზადებული, კარგად წარმოთქმული სიტყვით გამოსვლა; a few well-spoken words on patriotism რამდენიმე სწორი / მართებული / დროული სიტყვა პატრიოტიზმის შესახებ;