1. 1) ჩამოყალიბებული, პიროვნულად, პროფესიულად და ა.შ. განვითარებული, გამოცდილი; მრავალმხრივი (ითქმის ადამიანის შესახებ); a well-rounded person ჩამოყალიბებული / ყოველმხრივ განვითარებული პიროვნება;
2) მრავალმხრივი, ყოველმხრივი, სრულყოფილი; a well-rounded, balanced account of smth. რისამე სრულყოფილი, აწონილ-დაწონილი / ზომიერი აღწერა; to receive a well-rounded education სრულყოფილი განათლების მიღება;
2. 1) ტანსრული, ოდნავ მსუქანი; ფუმფულა, პუტკუნა (ითქმის ადამიანის, მისი სხეულის ან სხეულის ნაწილის შესახებ); a well-rounded blonde გამოკვეთილფორმებიანი სხეულის მქონე ქერა ქალი; she had a well-rounded figure ქალს გამოკვეთილფორმებიანი ფიგურა ჰქონდა; well-rounded belly მომრგვალებული / გამოკვეთილი მუცელი;
2) სასიამოვნოდ მომრგვალებული, მოხდენილი კონტურის / მოყვანილობის მქონე; well-rounded face სასიამოვნოდ მომრგვალებული / მოხდენილი მოყვანილობის მქონე სახე; narrow, well-rounded ring ვიწრო, მოხდენილად მომრგვალებული ბეჭედი; the horse had well-rounded and large hoofs ცხენს მოხდენილი მოყვანილობის, მსხვილი ფლოქვები ჰქონდა; the boat was very sharp in the bow and well rounded in the stern ნავს ძალზე წვეტიანი ცხვირი და მოხდენილად მომრგვალებული კიჩო ჰქონდა;
3. მწყობრი, გამართული, დალაგებული (ითქმის ფრაზის / წინადადების / მეტყველების შესახებ).