ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

weight I noun
[weɪt]
ბეჭდვა

1. წონა; it is about 100 kilos in weight ამის წონა დაახლოებით ასი კილოა; ეს დაახლოებით ას კილოს იწონის; apples are sold by weight ვაშლ(ებ)ი წონით იყიდება; in the wild, this fish can reach a weight of 5lbs ბუნებაში, ამ თევზის წონამ 5 გირვანქას შეიძლება მიაღწიოს; she is trying to lose weight იგი წონის დაკლებას / გახდომას ცდილობს; he's put on / gained / weight since he gave up smoking რაც თამბაქოს მოწევას თავი დაანება, წონაში მოიმატა / გასუქდა [იხ. აგრ. ];

2. 1) სიმძიმე; ტვირთი; he staggered a little under the weight of his backpack თავისი ზურგჩანთის სიმძიმისაგან იგი ოდნავ შებარბაცდა; I just hoped the branch would take my weight უბრალოდ იმედი მქონდა, რომ ტოტი ჩემს სიმძიმეს / წონას გაუძლებდა; the pillars have to support the weight of the roof სვეტებს სახურავის სიმძიმე / წონა უჭირავს; don't put any weight on that ankle for at least a week სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში ნატკენ კოჭს ძალას ნუ დაატანთ / რაიმე სიმძიმით ნუ დატვირთავთ; the bag was such a weight ჩანთა ისეთი მძიმე იყო; I can't lift heavy weights because of my bad back ნატკენი ზურგის გამო სიმძიმის / მძიმე ტვირთის აწევა არ შემიძლია;

2) გადატ. სიმძიმე, ტვირთი (პასუხისმგებლობისა და მისთ.); the weight of cares მრავალი საზრუნავის ტვირთი; the full weight of responsibility falls on her პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი მას აწვება; მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრება / მან უნდა იტვირთოს; the news was certainly a weight off my mind ამ ახალმა ამბავმა მართლაც დიდი სადარდელისაგან გამათავისუფლა; ამ ახალი ამბის გაგება ჩემთვის ნამდვილად დიდი შვება იყო;

3. 1) წონის საზომი ერთეული; tables of weights and measures წონისა და ზომის ერთეულთა ცხრილები; the kilogram is the weight used in the metric system კილოგრამი მეტრულ სისტემაში ხმარებული წონის საზომი ერთეულია;

2) წონის საზომ ერთეულთა სისტემა; imperial weight წონის საზომ ერთეულთა ბრიტანული / დიდ ბრიტანეთში მიღებული სისტემა; metric weight წონის საზომ ერთეულთა მეტრული სისტემა; avoirdupois weight იხ. avoirdupois 1;

weigh-in-motion weight II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0599