(
wove,
იშვ. weaved [-d];
woven,
იშვ. wove)
1. 1) ქსოვა (ქსოვს), მოქსოვა (განსაკ. საქსოვ დაზგაზე); she is skilled at spinning and weaving იგი დახელოვნებულია ძაფის დართვასა და ქსოვაში; only a few of the women still weave საქსოვ დაზგაზე ახლა მხოლოდ ზოგიერთი ქალიღა ქსოვს;
2) ზოოლ., ენტ. აბლაბუდის, პარკის (მო)ქსოვა (˂მო˃ქსოვს) ითქმის ობობას, აბრეშუმის ჭიის და მისთ. შესახებ; most spiders weave webs that are almost invisible ობობების უმეტესი ნაწილი ისეთ აბლაბუდებს ქსოვს, რომლებიც თითქმის უხილავია;
2. დაწვნა (˂და˃წნავს), წვნა; გადახლართვა, ხლართვა; to weave a basket კალათის დაწვნა; the baskets are woven from strips of willow კალათებს ტირიფის ტკეჩებისგან წნავენ; she deftly wove the flowers into a garland მან მარჯვედ დაწნა ყვავილებისგან გირლანდა / გვირგვინი; threads woven together ერთმანეთში გადახლართული / გადაწნული ძაფები (ნაქსოვში და მისთ.);
3. შეთხზვა (˂შე˃თხზავს); მოფიქრება, მოგონება (ამბისა, მოთხრობისა, გეგმისა და მისთ.); she wove a thrilling tale მან ამაღელვებელი ისტორია შეთხზა; to weave a narrative ამბის შეთხზვა / მოგონება;