ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

weather I noun
[ʹwɛðə(r)]
ბეჭდვა

1. ამინდი; hot [cold, wet, fine, summer, windy] weather ცხელი [ცივი, ნესტიანი / ტენიანი, კარგი, ზაფხულის, ქარიანი] ამინდი; a period of unusually hot weather უჩვეულოდ ცხელი ამინდის პერიოდი; I'm not going out in this weather! ასეთ ამინდში გარეთ არ გავალ! there's going to be a change in the weather ამინდი შეცვლას აპირებს; if the weather holds თუ კარგი ამინდი შენარჩუნდა; if the weather breaks თუ ამინდი შეიცვალა; weather permitting თუ კარგი ამინდი იქნა; თუ ამინდი ამის ნებას მოგვცემს, თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა; stone walls provide shelter from wind and weather ქვის კედლები ქარისა და ავდრისგან გვიცავს;

2. ზღვ. შტორმი; ქარი და ზღვის ღელვა; to make (bad [good]) weather of it ʘ შტორმს (ცუდად [კარგად]) უძლებს (ითქმის გემის შესახებ);

3. საუბ. ამინდის პროგნოზი, "ამინდი" (რადიოთი ან ტელევიზიით გადაცემული); to listen to the weather ამინდის პროგნოზის / "ამინდის" მოსმენა;

weather report ცნობა ამინდის შესახებ; ამინდის პროგნოზი; weather abort სპეც. გაფრენის, გაშვების და ა.შ. გაუქმება ამინდის / მეტეოროლოგიური პირობების გამო; weather central სპეც. ამინდის პროგნოზის ბიურო; weather chart / map / მეტეოროლოგიური / სინოპტიკური რუკა; weather glass იშვ. ბარომეტრი; weather girl საუბ. მეტეოროლოგი, სინოპტიკოსი ქალი (რადიოში ან ტელევიზიაში); weather man საუბ. მეტეოროლოგი, სინოპტიკოსი მამაკაცი (რადიოში ან ტელევიზიაში); weather station მეტეოროლოგიური სადგური, მეტეოსადგური;

in all weathers ყველანაირ ამინდში; keep a weather eye on smth. რაიმესთვის ყურადღებით თვალის დევნება; ʘ თვალი უჭირავს რაიმეზე; to make fair weather with / to / არქ. ʘ ვისიმე კეთილგანწყობილების მოპოვებას ცდილობს; ვინმეს ეპირფერება, ემლიქვნელება; to make heavy weather of საუბ. ა) გაჭირვებით / ძლივს რისამე კეთება; დიდი გაჭირვებით თავის გართმევა (დავალებისთვის, პრობლემისთვის და მისთ.); ბ) რისამე სირთულის / სიძნელის გაზვიადება; უმნიშვნელო რამის გამო ზედმეტად ფორიაქი, წრიალი; why does he need to make such heavy weather of a simple task? რაში სჭირდება ასეთი მარტივი სამუშაოსგან რთული პრობლემის შექმნა? under the weather საუბ. შეუძლოდ, უქეიფოდ მყოფი; უგუნებოდ მყოფი.

weasel words weather II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0570