1. საომარი იარაღი (შაშხანა, ყუმბარა, ხიშტი და მისთ.); he has lost his weapon მან თავისი იარაღი დაკარგა;
2. იარაღი (ნებისმიერი საგანი, რომლითაც ვისიმე მოკვლა ან დაშავება შეიძლება – გატეხილი ბოთლი, დანა, ჯოხი, ქვა და მისთ.); a wide variety of weapons were taken from the rioters არეულობაში მონაწილეებს / ხულიგნებს ათასნაირი იარაღი ჩამოართვეს;
3. სამხ. იარაღი; შეიარაღების სისტემა; დაზიანების / საბრძოლო საშუალება (მოწინააღმდეგისთვის ზიანის მისაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი მოწყობილობა ან საშუალება – ბომბი, ჭურვი, რაკეტა, მომწამლავი ნივთიერება და სხვა); the enemy are threatening to use nuclear weapons მოწინააღმდეგე ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება;
⌇ weapon category სამხ. იარაღის / შეიარაღების კატეგორია.