1. შედრკომა (˂შე˃დრკება), სიმტკიცის დაკარგვა, სისუსტის ნიშნების გამოვლენა; შესუსტება; her determination never wavered მისი სიმტკიცე / მტკიცე გადაწყვეტილება ოდნავაც არ შესუსტებულა; the students' attention did not waver სტუდენტების ყურადღება არ შენელებულა; I'm afraid my concentration began to waver as lunch approached ვშიშობ, რომ ლანჩის მოახლოებასთან ერთად ჩემმა კონცენტრაციამ შესუსტება იწყო; his love for her had never wavered ქალისადმი მისი სიყვარული ოდნავაც არ შესუსტებულიყო; he has never wavered in his support for the leader იგი მუდამ მტკიცედ უჭერდა მხარს ლიდერს; Harris never wavered in his loyalty ჰარისი განუხრელად ერთგული დარჩა; we were determined not to waver from our goals მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი, ჩვენი მიზნებისთვის არ გვეღალატა;
2. მერყეობა (მერყეობს), ყოყმანი; shareholders who were wavering met the directors ის აქციონერები, რომლებიც მერყეობდნენ / ყოყმანობდნენ, დირექტორებს შეხვდნენ; she's wavering between buying a house in the city or moving away ვერ გადაუწყვეტია, ქალაქში იყიდოს სახლი, თუ სხვაგან გადავიდეს საცხოვრებლად; the party wavered between free trade and protectionism პარტია თავისუფალი ვაჭრობის პრინციპსა და პროტექციონიზმს შორის მერყეობდა;
3. თრთოლა (თრთის), კანკალი; his voice wavered with emotion ემოციისგან / მღელვარებისგან ხმა აუკანკალდა;
4. ციმციმი (ციმციმებს), კრთომა (
ითქმის სინათლის, ცეცხლის ალის და მისთ. შესახებ); the candle flame wavered, throwing shadows on the wall სანთლის ალი ციმციმებდა / კრთოდა და კედელს ჩრდილებს ჰფენდა;
5. რხევა (ირხევა), ქანაობა; ფრიალი;
6. იშვ. ბარბაცი (ბარბაცებს); ბარბაცით სიარული.