1. წყალი [იხ. აგრ. running water]; a glass of water ერთი ჭიქა წყალი; drinking water სასმელი წყალი; clean [dirty] water სუფთა [ჭუჭყიანი / ბინძური] წყალი; holy water ეკლ. ნაკურთხი წყალი, აიაზმა;
2. ხშ. pl წყალი, წყლის სივრცე ან სტიქია; ტბა, მდინარე, ზღვა ან ოკეანე; by water წყლით, წყლითსავალი გზით; ნავით ან გემით; she fell into the water იგი წყალში ჩავარდა; the lawns ran down to the water's edge გაზონები წყლის კიდემდე / მდინარის, ტბის ნაპირამდე ჩადიოდა; shallow [deep] water არაღრმა / თხელი / მარჩხი [ღრმა] წყალი; in the lagoon the water was calm ლაგუნაში წყალი მშვიდი იყო; she dived under the water მან წყალში / წყალქვეშ ჩაყვინთა; the leaves floated on the water ფოთლები წყალზე / წყლის ზედაპირზე დაცურავდა; the grey waters of the River Clyde მდინარე კლაიდის რუხი წყლები; this species is found in coastal waters around the Indian Ocean ეს სახეობა ინდოეთის ოკეანის სანაპირო წყლებში გვხვდება; Japanese coastal waters იაპონიის სანაპირო წყლები; we were still in British waters ჩვენ ჯერ კიდევ ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში ვიყავით; fishing in international waters თევზჭერა საერთაშორისო წყლებში;
3. წყლის დონე; ზღვის მოქცევა და მიქცევა; high water ა) წყალუხვობა, წყალსავსეობა (მდინარისა); ბ) მაღალი წყალი, წყლის უმაღლესი დონე (ზღვის მიმოქცევისას); ზღვის მოქცევა; low water დაბალი წყალი, წყლის დაბალი დონე (ზღვის მიმოქცევისას); ზღვის მიქცევა;
⌇ water pollution წყლის დაბინძურება; water shortages წყლის დეფიციტი; არასაკმარისი წყალმომარაგება; water plant წყლის მცენარე, ჰიდროფიტი;
◇ like a duck to water იხ. duck¹ ◇; like water off a duck's back იხ. duck¹ ◇; I can't tell my son what to do; it's water off a duck's back with him ჩემს ვაჟს ვერაფერს ვაგებინებ; შეაყარე კედელს ცერცვიო, ისეა მაგის საქმე; like water საუბ. "წყალივით", დაუნანებლად, უყაირათოდ; დიდი რაოდენობით; he spends money like water იგი ფულს წყალივით ხარჯავს / ფლანგავს; in deep water(s) გასაჭირში; მძიმე მდგომარეობაში; murky [uncharted, stormy, dangerous, etc waters რთული, სახიფათო ან გაურკვეველი ვითარება / მდგომარეობა; the government has warned of stormy waters ahead მთავრობამ საზოგადოება გააფრთხილა, რომ ქარიშხლიანი დღეები / რთული პერიოდია მოსალოდნელი; her waters broke ქალმა წყლები / სანაყოფე სითხე დაღვარა (მშობიარობის დაწყების წინ); of the first water ა) წმინდა წყლისა, მაღალი ხარისხისა, ძვირფასი (ითქმის ბრილიანტის ან მარგალიტის შესახებ); ბ) ჩინებული, შესანიშნავი, მაღალი ხარისხისა; that was a play of the first water ეს ჩინებული პიესა იყო; გ) წმინდა წყლისა, ნამდვილი, პირწავარდნილი; she was a bore of the first water იგი წმინდა წყლის / პირწავარდნილი აბეზარი იყო; to bring the water to smb.'s eyes თვალზე ცრემლის მოგვრა [შდრ. აგრ. water II 3 1)]; to bring the water to smb.'s mouth ნერწყვის მოგვრა (ითქმის გემრიელი საჭმლის, მადის აღმძვრელი სუნის და მისთ. შესახებ) [შდრ. აგრ. water II 3 2)]; to hold water იხ. hold² II ◇; to make a hole in the water იხ. make II ◇; to make water ა) ʘ წყალი შესდის (ითქმის ნავის ან გემის შესახებ); ბ) = to pass water; to pass water მოშარდვა, შარდზე გასვლა; to hold / to keep / one's head above water იხ. head¹ I ◇.