1. თვალყურის დევნება, ყურება; თვალთვალი; დაკვირვება; to keep watch ʘ თვალყურს ადევნებს; უთვალთვალებს; აკვირდება (ვინმეს, რაიმეს) [შდრ. აგრ. 3 1)]; the government is keeping a close watch on how the situation develops მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს / აკვირდება სიტუაციის განვითარებას; the police have mounted a watch outside the hotel პოლიციამ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე თვალთვალი დაიწყო / დააწესა; to be on the watch ვინმესთვის, რაიმესთვის თვალყურის დევნება; ფხიზლად / ყურადღებით ყოფნა (განსაკ. შესაძლო საფრთხის დროულად აღმოსაჩენად); be on the watch for thieves ქურდებზე თვალი გეჭიროს; ქურდებს უფრთხილდი; ყურადღებით იყავი, ქურდებმა არაფერი მოიპარონ;
2. ზღვ. 1) ვახტი (მორიგეობის ჩვეულ. ოთხსაათიანი პერიოდი გემზე); I go on watch in an hour ერთ საათში ვახტზე ვდგები / გავდივარ;
2) ვახტი, მევახტე(ებ)ი (ვახტზე მყოფი მეზღვაური ან მეზღვაურები); starboard [port] watch მარჯვენა ბორტის [მარცხენა ბორტის] ვახტი;
3. 1) უპირატ. სამხ. მორიგეობა; ყარაული; მორიგეობის / ყარაულში ყოფნის პერიოდი; to keep watch ა) ყარაულობა, დარაჯობა; I'll keep watch while you go through his papers სანამ შენ მის საბუთებს ათვალიერებ, მე ვიყარაულებ / ყარაულზე ვიდგები (მოულოდნელად ვისიმე გამოჩენის შემთხვევაში გაფრთხილების მიზნით); ბ) სამხ. მორიგეობა, ყარაულობა (სანამ თანამებრძოლები ისვენებენ ან სხვა საქმით არიან დაკავებულნი) [შდრ. აგრ. 1];
2) სამხ. მორიგეობაზე / ყარაულში მყოფი ქვედანაყოფი.