კრებ. ზმნ. მხ. და მრ. რ.
1. საქონელი, პროდუქტები, ნაწარმი; a collection of local ware ადგილობრივი პროდუქტების / პროდუქციის / ნაწარმის კოლექცია; foreign wares უცხოური / იმპორტული საქონელი; უცხოური ნაწარმი; the traders in the street markets displayed their wares ქუჩის ბაზრობათა მოვაჭრეებს საკუთარი საქონელი ჰქონდათ გამოფენილი;
2. ნაკეთობანი, განსაკ. სამეთუნეო / კერამიკული; agateware ა) მოჭიქული თიხის ჭურჭელი; ბ) მომინანქრებული / ემალირებული რკინის ჭურჭელი; brown ware თიხის ჭურჭელი; Dutch ware ქაშანური, ფაიანსი, ქაშანურის / ფაიანსის ჭურჭელი; blue-and-white majolica ware თეთრი მაიოლიკის კერამიკული ნაკეთობანი ლურჯი ორნამენტით;
3. (-ware) როგორც რთული სიტყვის კომპონენტი: 1) ნაკეთობანი, ჭურჭელი; earthenware თიხის ჭურჭელი; სამეთუნეო ნაწარმი; კერამიკა; glassware მინის ჭურჭელი, მინის ნაწარმი;
2) საქონელი, ნაკეთობანი; grocery ware საბაკალეო საქონელი, ბაკალეა, silverware სუფრის ვერცხლეული (ვერცხლის დანა-ჩანგალი, თეფშები და სხვა); ვერცხლეული, ვერცხლის ნაკეთობანი; tableware სუფრის ნივთები (დანა-ჩანგალი, თეფშები, ჭიქები); hardware ა) კომპ. ტექნიკური უზრუნველყოფა, აპარატურა, ელექტრონული მოწყობილობები (კომპიუტერული სისტემისა); ბ) ტექ. მანქანა-დანადგარები; აპარატურა; ტექნიკური მოწყობილობა / აღჭურვილობა; firmware კომპ. სპეციალურ მეხსიერებაში ფიქსირებული კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა; software კომპ. კომპიუტერული უზრუნველყოფა / პროგრამა.