1. (in) რისამე არმქონე, რაიმეს მოკლებული; the students were certainly not wanting in enthusiasm სტუდენტებს ენთუზიაზმი ნამდვილად არ აკლდათ; he wasn't wanting in confidence მას თავდაჯერებულობა არ აკლდა;
2. არასრულყოფილი, არასაკმარისად კარგი; შეუფერებელი; this explanation is wanting in many respects ამგვარი ახსნა მრავალი თვალსაზრისით არის არასრულყოფილი / მიუღებელი; the new system was tried and found wanting ახალი სისტემა გამოიცადა და არასრულყოფილად იქნა მიჩნეული; you have been found wanting მიჩნეულ იქნა, რომ თქვენ მოთხოვნებს / სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებთ;
3. არარსებული; mandibles are wanting in many of these insects ამ მწერთაგან მრავალს მანდიბულები / ზედა ყბები არა აქვთ;