ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

wander II verb
[ʹwɒndə(r)]
ბეჭდვა

1. უმიზნოდ სიარული (დადის) ან მოგზაურობა; ხეტიალი; she wandered aimlessly around the streets იგი უმიზნოდ დადიოდა / დასეირნობდა ქუჩებში; the man wandered aimlessly about the house კაცი უმიზნოდ მიმოდიოდა / დახეტიალობდა შენობაში; we wandered back towards the car ნელ-ნელა / სეირნობით წავედით უკანვე მანქანისაკენ; the child was found wandering the streets alone ბავშვი ქუჩა-ქუჩა მარტო მოხეტიალე იპოვეს;

2. (away, off) გზას აცდენა (ასცდება), გზის არევა, საიდანმე წასვლა და დაკარგვა; the child wandered off and got lost ბავშვი უფროსებს მოსცილდა / ბავშვს გზა აერია და დაიკარგა; don't let any of the kids wander off ფრთხილად იყავით, რომელიმე ბავშვი არ ჩამოგვრჩეს / არ დაგვეკარგოს; they had wandered from the path into the woods ბილიკს ასცდენოდნენ და გზააბნეულები ტყეში აღმოჩნდნენ; please, don't wander off again ისევ სადმე არ დამეკარგო / სადმე არ წახვიდე, თუ შეიძლება;

3. 1) გაფანტვა (˂გა˃იფანტება, ˂გა˃ეფანტება), კონცენტრაციის დაკარგვა, სხვა რამეზე გადართვა (ითქმის ვისიმე ყურადღების, ფიქრების და მისთ. შესახებ); his attention had wandered ყურადღება გაჰფანტოდა / დაჰკარგოდა; try not to let your mind wander ეცადე, ყურადღება არ გაგეფანტოს / სხვა რამეზე არ გადაგერთოს; her thoughts wandered back to her youth მისი ფიქრები / მოგონებები ახალგაზრდობის წლებს მიუბრუნდა;

2) თემიდან გადახვევა (˂გადა˃უხვევს), სხვა საკითხზე გადართვა / გადასვლა (საუბრისას, მსჯელობისას); she started to wander from the point მან საუბრის თემიდან გადახვევა დაიწყო / თანდათან საუბრის თემას გადაუხვია;

wander I wanderer

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0596