ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

vindicate verb
[ʹvɪndɪkeɪt]
ბეჭდვა

1. წიგნ. გამართლება (˂გა˃ამართლებს), რეაბილიტირება (ბრალდებულისა და მისთ.); new evidence emerged, vindicating him completely გამოჩნდა ახალი მტკიცებულებები, რომლებმაც იგი სრულად გაამართლა / მისი სრული უდანაშაულობა დაამტკიცა; the charges are false, and we are sure we will be vindicated in court ბრალდებები ყალბია და დარწმუნებულნი ვართ, რომ სასამართლო ჩვენ გაგვამართლებს; they said they welcomed the trial as a chance to vindicate themselves მათ განაცხადეს, რომ მიესალმებიან სასამართლო პროცესს, როგორც თავის გამართლების შანსს / შესაძლებლობას;

2. წიგნ. დამტკიცება (˂და˃ამტკიცებს), დასაბუთება; რისამე გამართლება, რისამე გამართლებულობის / სისწორის დამტკიცება ან დადასტურება; I have every confidence that this decision will be fully vindicated აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილების სისწორე სრულად დამტკიცდება; the decision to advertise has been vindicated by the fact that sales have grown რეკლამირების თაობაზე გადაწყვეტილების სისწორე იმ ფაქტმა დაადასტურა, რომ გაყიდვები / რეალიზაცია გაიზარდა; the investigation vindicated her complaint about the newspaper გამოძიებამ დაადგინა, რომ მისი საჩივარი გაზეთის წინააღმდეგ საფუძვლიანი იყო;

3. მოძვ. შურისძიება (შურს იძიებს), სამაგიეროს გადახდა; დასჯა.

vim vindication

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0253