ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

video I noun
[ʹvɪdɪəʊ]
ბეჭდვა

1. ვიდეოტექნოლოგია, ვიდეო (გამოსახულების ჩაწერა მაგნიტურ ფირზე და მისი აღწარმოება ტელეეკრანზე); the use of video in schools ვიდეოტექნოლოგიის / ვიდეოს გამოყენება სკოლებში; the course aims to help children learn through video კურსის მიზანია სწავლაში დაეხმაროს ბავშვებს ვიდეოს / ვიდეოტექნოლოგიის მეშვეობით; a wedding is the perfect subject for video ქორწილი შესანიშნავი თემაა ვიდეოგადაღებისთვის / ვიდეოსათვის;

2. ვიდეო, ვიდეოჩანაწერი (ფილმისა, ტელეგადაცემისა და სხვ.); a video of "Predator" კინოფილმ "მტაცებლის" ვიდეოჩანაწერი; the school made a short promotional video სკოლამ მოკლე სარეკლამო ვიდეო / ვიდეორგოლი დაამზადა; how much does it cost to hire videos? ვიდეოჩანაწერების / ვიდეოფილმების ქირით გამოტანა რამდენი ჯდება? a home video საოჯახო პირობებში / შინ გაკეთებული ვიდეოჩანაწერი (სადაც დაბადების დღეები, ერთად გატარებული დასვენების დღეები და ოჯახის წევრთათვის მნიშვნელოვანი სხვ. მოვლენებია ასახული); a music video მუსიკალური ვიდეოკლიპი; martyrdom video "წამებულის ვიდეომიმართვა" (წინასწარ გაკეთებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მომავალი ტერორისტი, უპირატ. მუსულმანი, დაგეგმილ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობას კისრულობს და თავისი ქმედების გამართლებას ცდილობს);

3. ვიდეომაგნიტოფონი, ვიდეო (აგრ. video cassette recorder); can you programme / set / the video to record the football match? შეგიძლია ვიდეომაგნიტოფონის დაპროგრამება / დაყენება საფეხბურთო მატჩის ჩასაწერად?

victuals video II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0354