1. ვერსია (მოვლენისა, შემთხვევისა); ნაამბობი, ინტერპრეტაცია; different versions of the same events ერთი და იმავე მოვლენების სხვადასხვა ვერსიები; according to the official version of events მოვლენათა ოფიციალური ვერსიის თანახმად; she gave us her version of what had happened that day ქალმა იმ დღეს მომხდარის საკუთარი ვერსია გვიამბო;
2. ვარიანტი, ვერსია; ადაპტაცია (მხატვრული ნაწარმოებისა); modern versions of the Bible ბიბლიის თანამედროვე თარგმანები; Authorized / King James / Version ბიბლიის ინგლისური თარგმანი (ანგლიკანური ეკლესიის მიერ მიღებული); the English version of the novel is due for publication next year რომანის ინგლისური თარგმანი / ვარიანტი მომავალ წელს უნდა გამოქვეყნდეს; a Japanese version of an English play ინგლისური პიესის იაპონური ვერსია / ადაპტაცია; the film version of "War and Peace" "ომის და მშვიდობის" კინოვერსია; have you heard the live version of this song? ამ სიმღერის "ცოცხალი" / საკონცერტო ვარიანტი მოგისმენია? cover version კოვერ-ვერსია (ძველი სიმღერის ახალი ჩანაწერი სხვა მომღერლის ან ანსამბლის მიერ );
3. ვარიანტი, ნაირსახეობა; მოდელი; the latest version of this car ამ ავტომანქანის უახლესი მოდელი.