ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

validate verb
[ʹvælɪdeɪt]
ბეჭდვა

1. დამტკიცება (˂და˃ამტკიცებს), დადასტურება, დასაბუთება (რისამე სისწორისა) [შდრ. აგრ. invalidate 1)]; to validate a theory თეორიის დამტკიცება / დადასტურება; many scientists plan to wait until the results of the study are validated by future research ბევრი მეცნიერი აპირებს დაელოდოს, სანამ ამ გამოკვლევის შედეგებს შემდგომი კვლევის საფუძველზე მოპოვებული მონაცემები არ დაადასტურებს;

2. 1) მოწონება (˂მო˃იწონებს), მისაღებად, დასაშვებად ან დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გამოცხადება (ჩვეულ. შემოწმების ან გამოცდის საფუძველზე); check that their courses have been validated by a reputable organization დარწმუნდი, რომ მათს კურსებს რომელიმე ავტორიტეტული ორგანიზაცია მოიწონებს / უწევს რეკომენდაციას; it is a one-year course validated by London's City University ეს არის ერთწლიანი კურსები, რომლებიც ლონდონის სიტის უნივერსიტეტის მიერ არის მოწონებული / რეკომენდებული;

2) შემოწმება (˂შე˃ამოწმებს); the data is validated automatically by the computer after it has been entered მონაცემებს კომპიუტერი ავტომატურად ამოწმებს მათი შეყვანის შემდეგ;

3. იურ. ძალამოსილად ცნობა (ცნობს), იურიდიული ძალის მინიჭება, იურიდიული ძალის მქონედ გამოცხადება [შდრ. აგრ. invalidate 2)]; to validate a contract ხელშეკრულების ძალაში შესულად / იურიდიული ძალის მქონედ გამოცხადება; the Supreme Court has validated the lower court's interpretation of the law უზენაესმა სასამართლომ მართებულად ცნო / დაამტკიცა / ძალაში დატოვა ქვემდგომი სასამართლოს მიერ კანონის ინტერპრეტაცია.

valid validation

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0475