ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

use II verb
[ju:z]
ბეჭდვა

1. გამოყენება (˂გამო˃იყენებს), ხმარება; რითიმე სარგებლობა; რისამე მოხმარება; she used her key to open the front door სადარბაზო კარის გასაღებად ქალმა თავისი გასაღები გამოიყენა; have you ever used this software before? ეს პროგრამული უზრუნველყოფა / პროგრამა ადრე როდისმე გამოგიყენებიათ? can I use your phone? შეიძლება, თქვენი ტელეფონით ვისარგებლო? they were able to achieve a settlement without using military force კონფლიქტის მოგვარება სამხედრო ძალის გამოუყენებლად მოახერხეს; police used tear gas to disperse the crowds ხალხის გასაფანტავად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა; the building is currently being used as a warehouse ამჟამად ეს შენობა საწყობად გამოიყენება; this type of heater uses a lot of electricity ამ ტიპის ღუმელი / გამათბობელი უამრავ ელექტროენერგიას მოიხმარს; standard washing machines use about 40 gallons of water სტანდარტული სარეცხი მანქანები დაახლოებით 40 გალონ წყალს მოიხმარენ / იყენებენ; we have used all the available funds მთელი ხელთარსებული ფინანსური სახსრები გამოვიყენეთ / დავხარჯეთ; she still used her maiden name professionally პროფესიულ საქმიანობაში იგი ისევ თავის ქალიშვილობის გვარს იყენებდა; the poem uses simple language ლექსში მარტივი ენაა ნახმარი; that's a word I never use ამ სიტყვას არასოდეს არ ვხმარობ / არ ვამბობ; you have to use the past tense ზმნის ნამყო დრო უნდა იხმაროთ / გამოიყენოთ; can't you see he's just using you for his own ends? ვერა ხედავ, რომ იგი უბრალოდ თავისი მიზნებისთვის გიყენებს? use your head! საუბ. დაფიქრდი! ტვინი გაანძრიე! I could use some help საუბ. დახმარება არ მაწყენდა;

2. მოპყრობა (˂მო˃ეპყრობა), რაიმეგვარად მოქცევა; to use a friend badly ʘ მეგობარს ცუდად ექცევა / ეპყრობა; he used the prisoners cruelly იგი პატიმრებს სასტიკად ეპყრობოდა / ექცეოდა; use your troops well and they will not let you down ჯარისკაცებს კარგად მოეპყარით და ისინიც არასოდეს დაგაღალატებენ; to use oneself ʘ რაიმეგვარად იქცევა / თავი უჭირავს;

3. იშვ. შეჩვევა (˂შე˃აჩვევს; ˂შე˃ეჩვევა), მიჩვევა [იხ. აგრ. used 2];

use I used

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0498