1. აღელვებული, განერვიულებული; შეწუხებული; there's no point getting upset about it ამის გამო აღელვება / ნერვიულობა არ ღირს; she looked pale and upset ფერმკრთალი და განერვიულებული / შეწუხებული ჩანდა; upset parents შეშფოთებული მშობლები; you're not still upset with me, are you? ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ?
2. მსუბუქად ავადმყოფი, დაავადებული; მოშლილი, დარღვეული (ითქმის ჯანმრთელობის, ამა თუ იმ ორგანოს ფუნქციონირების და მისთ. შესახებ); an upset stomach დისპეფსიის მქონე ან აშლილი კუჭი / კუჭ-ნაწლავი; I've got an upset stomach – serves me right for eating so much კუჭი მაწუხებს – ახია ჩემზე, ამდენი არ უნდა მეჭამა.