ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

uphold verb
[ʌpʹhəʊld]
ბეჭდვა
(upheld)

1. მხარის დაჭერა (მხარს ˂და˃უჭერს); დაცვა; შესრულება, არდარღვევა (თვალსაზრისისა, პრინციპისა, კანონისა და მისთ.); his family upholds his present action მისი ოჯახი მხარს უჭერს მის ამჟამინდელ მოქმედებას; the headmaster upheld the teacher's decision დირექტორმა მხარი დაუჭირა მასწავლებლის გადაწყვეტილებას; to uphold the artist's right to creative freedom მხარის დაჭერა ხელოვნის უფლებისთვის, ისარგებლოს შემოქმედებითი თავისუფლებით; a committee that aims to uphold educational standards კომიტეტი, რომლის მიზანსაც საგანმანათლებლო სტანდარტების დაცვა / შესრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს; as a police officer you are expected to uphold the law whether you agree with it or not როგორც პოლიციელს, თქვენ კანონის დაცვა / შესრულება მოგეთხოვებათ, იმისდა მიუხედავად, ეთანხმებით მას თუ არა; the old traditions are still upheld in this village ამ სოფელში ჯერ კიდევ იცავენ ძველ ტრადიციებს; they uphold a tradition of not causing distress to living creatures ისინი იცავენ / მისდევენ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ცოცხალ არსებებს ტანჯვა არ უნდა მიაყენონ;

2. იურ. 1) დამტკიცება (˂და˃ამტკიცებს), დადასტურება; ძალაში დატოვება (განაჩენისა და მისთ.); the conviction was upheld by the Court of Appeal სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაამტკიცა / ძალაში დატოვა; the appellate court upheld the verdict სააპელაციო სასამართლომ ვერდიქტი / ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა; the judge upheld the county court's decision მოსამართლემ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა;

2) მხარის დაჭერა (მხარს ˂და˃უჭერს); დაკმაყოფილება (სარჩელისა, საჩივრისა და მისთ.); to uphold an appeal [a complaint] აპელაციის [საჩივრის] დაკმაყოფილება; the court upheld his claim for damages სასამართლომ დააკმაყოფილა მისი სარჩელი ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით;

3. გამხნევება (˂გა˃ამხნევებს), მორალურად მხარის დაჭერა;

uphill III upholder

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0379