1. საუბ. გულწრფელი, გულახდილი, პირდაპირი; he's been upfront about his intentions since the beginning დასაწყისიდანვე გულახდილად / დაუფარავად საუბრობს თავის განზრახვათა შესახებ;
2. ეკონ. წინასწარ / ავანსად გადახდილი (ითქმის ფულის, გასამრჯელოს და მისთ. შესახებ); წინასწარი, წინასწარ / ავანსად შესრულებული (ითქმის გადახდის შესახებ); upfront payment წინასწარი გადახდა (კომერციული გარიგების დადებამდე განხორციელებული); an upfront fee of $500 წინასწარ / ავანსად გადახდილი გასამრჯელო 500 დოლარის ოდენობით; upfront money ავანსი, წინასწარ / ავანსად გადახდილი ფული;
3. ზმნს. მნიშვნ. წინასწარ, ავანსად; to pay upfront ფულის წინასწარ / ავანსად გადახდა.