ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

up to phrase preposition
[ʹʌptə]
ბეჭდვა

1. მიუთითებს რისამე გაკეთების უნარს / რაიმესთვის შესაფერისობას I don't feel up to going to work today დღეს სამსახურში წასვლა არ შემიძლია / სამსახურში წასვლის თავი არ მაქვს (ავადმყოფობის გამო და მისთ.); are you up to playing in the final? ფინალში სათამაშოდ მზად ხარ? ფინალში თამაში შეგიძლია? he's not up to the job იგი ამ სამუშაოსთვის არ გამოდგება; მას ამ სამუშაოსთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები / კვალიფიკაცია არ გააჩნია;

2. მიუთითებს რაიმესთან შესაბამისობას: up to standard სტანდარტის / ნორმის შესაბამისი; her latest book isn't up to her usual standard მისი ბოლო წიგნი მის ჩვეულ დონეს არ შეესაბამება; up to the mark სათანადო დონეზე [იხ. აგრ. mark¹ I 7]; your work isn't really up to the mark შენი ნამუშევარი მოთხოვნებს ნამდვილად ვერ პასუხობს; not up to much არც ისე კარგი; დიდი ვერაფერი;

3. მიუთითებს პასუხისმგებლობას / მოვალეობას ან გადაწყვეტილების მიღების / არჩევანის გაკეთების უფლებამოსილებას: the decision is up to you გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია / თქვენ უნდა მიიღოთ; shall we eat out or stay in? It's up to you სასადილოდ სადმე გავიდეთ, თუ შინ დავრჩეთ? – შენი გადასაწყვეტია; it's not up to you to tell me how to do my job შენ არ უნდა მეუბნებოდე / შენგან არ მესწავლება, როგორ უნდა შევასრულო ჩემი სამუშაო; it was up to them to gauge the problem პრობლემის შეფასება მათ ევალებოდათ; it's up to the travel companies to warn customers of any possible dangers ნებისმიერი შესაძლო საფრთხის შესახებ კლიენტები თავად ტურისტულმა კომპანიებმა უნდა გააფრთხილონ;

uptight up-to-date

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0443