1. რაიმე რომ არ სურს; რისამე ხალისის არმქონე; they are unwilling to invest any more money in the project მათ ამ პროექტში მეტი ფულის ინვესტირება / ჩადება არ სურთ; she was unable, or unwilling, to give me any further details მას არ შეეძლო, ან არ სურდა, ჩემთვის რაიმე დამატებითი დეტალები მოეთხრო; he was unwilling to take on that responsibility არ სურდა / მზად არ იყო, ასეთი პასუხისმგებლობა ეკისრა; he was unwilling to learn მას სწავლა არ სურდა / სწავლის ხალისი არა ჰქონდა; an unwilling student მონდომებას / სწავლის ხალისს მოკლებული სტუდენტი;
2. უნებლიე, იძულებული; an unwilling hero უნებლიე გმირი; he became the unwilling object of her attention იგი ქალის ყურადღების უნებლიე საგანი გახდა; საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, იგი ქალის ყურადღების საგანი გახდა / შეიქნა; an unwilling helper უნებლიე / საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მოქმედი დამხმარე;
3. უხალისო, ხალისის გარეშე / უხალისოდ გაკეთებული, მიცემული, ნათქვამი და ა.შ.; unwilling consent უხალისო / ხალისის გარეშე მიცემული თანხმობა; an unwilling approval უხალისოდ / ხალისის გარეშე გამოთქმული მოწონება (გეგმისა, წინადადებისა და მისთ.).