1. 1) ვეება, მეტისმეტად დიდი ან მძიმე; სიდიდის / სიმძიმის გამო ძნელად გადასაადგილებელი, გამოსაყენებელი ან სახმარი (ითქმის უსულო საგნების, ხელსაწყოების და მისთ. შესახებ); an unwieldy parcel მეტისმეტად დიდი / მძიმე ფუთა;
2) მეტისმეტად დიდი, მეტისმეტად რთული; ძნელად სამართავი, მოუქნელი (ითქმის სისტემის, ორგანიზაციის და მისთ. შესახებ); an unwieldy bureaucracy მოუქნელი ბიუროკრატია; unwieldy rules and regulations მეტისმეტად გართულებული / ძნელად გამოსაყენებელი წესები და ნორმები;
2. იშვ. ტლანქი, მოუქნელი (ითქმის ადამიანის ან ცხოველის შესახებ);
3. მოძვ. სუსტი, უღონო (ითქმის ადამიანის ან მისი სხეულის შესახებ).