1. გახსნა (˂გა˃ხსნის; ˂გა˃იხსნება), გა˂მო˃შლა (ითქმის რაიმე აბურდულის ან ჩახლართულის შესახებ); გამორღვევა, დარღვევა (ითქმის ნაქსოვის შესახებ); I unravelled the string and wound it into a ball აბურდული ბაწარი გავხსენი და გორგლად დავახვიე; I had to unravel one of the sleeves because I realised I'd knitted it too small იძულებული გავხდი ერთ-ერთი სახელო დამერღვია, ვინაიდან მივხვდი, რომ იგი ძალიან პატარა მომექსოვა; you'd better mend that hole before the whole sweater starts to unravel აჯობებს, ეგ ნახვრეტი დროზე დაკემსო, სანამ მთელ სვიტერს ˂და˃რღვევა არ დაუწყია;
2. ჩაშლა (˂ჩა˃შლის; ˂ჩა˃იშლება), მოშლა, დარღვევა (ითქმის გეგმების, ამა თუ იმ სისტემის, ურთიერთობების და მისთ. შესახებ); to unravel smb.'s plans ვისიმე გეგმების ჩაშლა / ჩაფუშვა; their plans (were) unravelled მათი გეგმები ჩაიშალა; the company started to unravel when two of the directors were arrested მისი ორი დირექტორის დაპატიმრების შემდეგ კომპანიამ დაშლა / რღვევა დაიწყო;
3. გა˂მო˃რკვევა (˂გამო˃არკვევს, ˂გა˃არკვევს), გამოკვლევა, გამოვლენა; ახსნა, განმარტება (საიდუმლოსი, რაიმე უცნობისა, გაუგებრისა და მისთ.); they were attempting to unravel the cause of death ისინი სიკვდილის მიზეზის გარკვევას ცდილობდნენ; to unravel a mystery საიდუმლოს გახსნა / გამოცნობა; we've got a long way to go before we unravel the secrets of genetics კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, სანამ გენეტიკის საიდუმლოებათა გამორკვევას / გაგებას შევძლებდეთ.