1. უიღბლო, უბედო, ბედი რომ არ სწყალობს; წარუმატებელი, მარცხიანი; an unlucky person უიღბლო ადამიანი; I am unlucky – I never win at cards უიღბლო ვარ / ბედი არ მაქვს – ბანქოში ვერასოდეს ვიგებ; he is unlucky in love მას სიყვარულში ბედი არ სწყალობს / არ უმართლებს; by some unlucky chance, her name was left off the list რაღაც უიღბლო შემთხვევის შედეგად მისი გვარი სიაში ვერ მოხვდა; he was very unlucky not to win მას ბედმა ძალიან არ გაუმართლა და ვერ გაიმარჯვა; an unlucky defeat უიღბლო / უიღბლობით გამოწვეული დამარცხება; we were unlucky with the weather this weekend. It rained constantly ამ შაბათ-კვირას ამინდმა არ გაგვიმართლა. განუწყვეტლივ წვიმდა;
2. უიღბლო, უიღბლობის / წარუმატებლობის მომტანი, ცუდის მანიშნებელი; თარსი, ნავსი; Friday the 13th is an unlucky date პარასკევი, 13 რიცხვი უიღბლო / ნავსი თარიღია; thirteen is often considered an unlucky number ცამეტი ხშირად უიღბლო / თარს რიცხვად მიიჩნევა; superstitious people consider black cats are unlucky ცრუმორწმუნე ხალხს მიაჩნია, რომ შავ კატებს უიღბლობა / წარუმატებლობა მოაქვთ; some people think it's unlucky to walk under a ladder ზოგიერთი ფიქრობს, რომ მისადგმელი კიბის ქვეშ გავლა უიღბლობის მომტანია / ცუდის მანიშნებელია;
3. სამწუხარო, სავალალო, დასანანი; ცუდი, არადამაკმაყოფილებელი; an unlucky custom სამწუხარო / ცუდი ჩვეულება / ადათი;
◇ unlucky streak წარუმატებლობათა სერია; წარუმატებლობებით აღნიშნული პერიოდი.