1. არაკეთილი, ავი; არაკეთილგანწყობილი, არამეგობრული; მკაცრი, გულქვა, ულმობელი; the zoo was accused of being unkind to its animals ზოოპარკს / ზოოპარკის მესვეურებს ცხოველების ცუდად მოპყრობაში დასდეს ბრალი; a thoughtless and unkind remark დაუფიქრებელი და არაკეთილგანწყობილი / მტრული შენიშვნა; you were terribly unkind to her შენ მის მიმართ საშინელი არაგულისხმიერება / გულქვაობა გამოიჩინე; it would be unkind to go without him მის გარეშე წასვლა / მისი არწაყვანა სისასტიკე იქნებოდა; a lot of unkind things were said ბევრი ცუდი / არასასიამოვნო რამ ითქვა / უთხრეს ერთმანეთს;
2. არქ., დიალ. 1) მკაცრი; ცუდი; შემაწუხებელი (ითქმის ჰავის ან ამინდის შესახებ); an unkind climate მკაცრი ჰავა / კლიმატი;
2) ცუდი, უვარგისი; ძნელად დასამუშავებელი (ითქმის მიწის / ნიადაგის შესახებ).