1. შეწუხებული, შეშფოთებული, მოუსვენარი; to be / to feel / uneasy about smth. ʘ შეწუხებულია / შეშფოთებულია რისამე გამო; რაიმეზე წუხს; რაიმე აწუხებს / აშფოთებს; 90% of those questioned felt uneasy about nuclear power გამოკითხულთა 90% ბირთვული ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით შეშფოთებას განიცდიდა; she felt guilty now and a little uneasy ახლა იგი თავს დამნაშავედ და ოდნავ შეშფოთებულად / მოუსვენრად გრძნობდა; she felt uneasy in the unfamiliar surroundings უცნობ გარემოში იგი თავს მშვიდად ვერ გრძნობდა; I was as anxious and uneasy as our guest მეც ისევე აღელვებული და შეშფოთებული ვიყავი, როგორც ჩვენი სტუმარი;
2. მოუსვენარი, სიმშვიდეს მოკლებული (ითქმის სულიერი მდგომარეობის, ძილის და სხვ. შესახებ); she eventually fell into an uneasy sleep ბოლოს და ბოლოს მას მოუსვენარი ძილი დაეუფლა; an uneasy night მოუსვენრად გატარებული ღამე; an uneasy feeling შეშფოთების განცდა, წუხილი, შეშფოთება (რისამე გამო);
3. შემაწუხებელი, შემაშფოთებელი; არაკომფორტული; სულიერი ან ფიზიკური დისკომფორტის გამომწვევი; uneasy news of captures and killings შემაშფოთებელი ცნობები / ამბები ტყვედ ჩავარდნილთა და მოკლულთა შესახებ; golden fetters are as uneasy as those of iron ოქროს ბორკილები ისეთივე შემაწუხებელია, როგორც რკინისანი; uneasy shoes სატარებლად მოუხერხებელი / შემაწუხებელი ფეხსაცმელები; the heat in the tropics must be much more troublesome and uneasy ტროპიკებში სიცხე ალბათ გაცილებით უფრო თავის მომაბეზრებელი და შემაწუხებელია;
4. მოუსვენრობის
ან უხერხულობის გამომხატველი, უხერხული; an uneasy silence უხერხული სიჩუმე; to give an uneasy laugh დაძაბულად / უხერხულად გაცინება;
5. გაურკვეველი, არასაიმედო; არამდგრადი, არასტაბილური; an uneasy truce არასტაბილური ზავი; an uneasy peace არამდგრადი მშვიდობა; an uneasy alliance არასაიმედო / არამყარი კავშირი / ალიანსი; the two sides eventually reached an uneasy compromise საბოლოოდ მხარეებმა არამდგრად / არასაიმედო კომპრომისს მიაღწიეს;
6. შეუთავსებელი, შეუხამებელი, ძნელად თავსებადი; an uneasy mix of humour and violence იუმორისა და ძალადობის ურთიერთშეუთავსებელი / ძნელად თავსებადი ნარევი; old farmhouses and new villas stood together in uneasy proximity ერთად მდგომი ფერმის ძველი სახლები და ახალი ვილები ერთმანეთს ცუდად ეხამებოდა;
7. იშვ. რთული, ძნელი; the road will be uneasy to find გზის პოვნა ძნელი იქნება.