(
understood)
1. გაგება (˂გა˃იგებს), მიხვედრა; ʘ ესმის; can you understand French? ფრანგული გესმით? do you understand the instructions? მითითებები გესმით? თქვენთვის გასაგებია? I understand what you mean მესმის / ვხვდები, რას გულისხმობთ; I understand you მესმის თქვენი; I don't understand what he's saying არ მესმის / ვერ გამიგია / ვერ ვხვდები, რას ამბობს იგი; his behaviour is hard to understand მისი ქცევის გაგება / ახსნა ძნელია; I just can't understand him taking the money უბრალოდ არ მესმის / ვერ გამიგია, ფული რატომ აიღო; nobody understands me ჩემი არავის ესმის; he doesn't understand women at all მას ქალების საერთოდ არ ესმის; to understand each other ʘ ერთმანეთის ესმით, ერთმანეთს უგებენ;
2. წიგნ. ʘ გაუგია, სმენია; ˂და˃ასკვნის, ვარაუდობს, ფიქრობს (გაგონილის საფუძველზე); I understand you are thinking of marrying როგორც შევიტყვე, ცოლის შერთვაზე ფიქრობთ; I understand that you are going abroad როგორც გავიგე, საზღვარგარეთ აპირებთ გამგზავრებას; as I understood it, she was flying back to the States tomorrow როგორც გავიგე / მივხვდი, იგი შტატებში ხვალ ბრუნდებოდა თვითმფრინავით; a secret buyer is understood to have paid £1 million for the three pictures ივარაუდება, რომ ანონიმურმა მყიდველმა ამ სამ ნახატში 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა; it is understood that the band are working on their next album ფიქრობენ, რომ ანსამბლი თავის მომდევნო ალბომზე მუშაობს; I understand that you wish to see the manager ვფიქრობ / როგორც ვატყობ, მენეჯერის ნახვა გსურთ; I understand that you would like to speak to me როგორც მითხრეს, ჩემთან საუბარი გსურთ; am I to understand that you refuse? ისე უნდა გავიგო, რომ უარს ამბობთ?
3. ჩვეულ. pass გულისხმობა (გულისხმობს); in the sentence "I can't drive", the object "a car" is understood წინადადებაში "მართვა არ ვიცი", დამატება "მანქანა" ნაგულისხმებია / იგულისხმება; "present company excepted" is always understood when sweeping generalizations are being made როდესაც მეტისმეტად ფართო განზოგადებები კეთდება, მუდამ იგულისხმება, რომ "ნათქვამი აქ დამსწრე საზოგადოებას არ ეხება"; I thought it was understood that my expenses would be paid მეგონა იგულისხმებოდა, რომ ჩემს ხარჯებს აანაზღაურებდნენ;
4. ჩვეულ. pass წიგნ. მიღება (
˂მი
˃იღებს), აღიარება, დადგენა (
წესისა, ქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმისა, პრინციპისა და მისთ.); in the library it is understood that loud talking is not permissible ბიბლიოთეკაში წესად არის / ყველამ იცის, რომ ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლება; it is understood that children must be kept quiet ყველასათვის ცნობილია / ყველამ იცის, რომ ბავშვებს სიმშვიდე ესაჭიროებათ;
◇ to give smb. to understand ʘ ვინმეს გააგებინა / მიახვედრა; to make oneself understood საკუთარი აზრის გაგებინება, ურთიერთგაგების მიღწევა (განსაკ. უცხო ენაზე საუბრისას); I'm not very good at German, but I can make myself understood გერმანული მაინცდამაინც კარგად არ ვიცი, მაგრამ ამ ენაზე ურთიერთობა შემიძლია / შემიძლია გავაგებინო, რისი თქმა მსურს.