ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

under III preposition
[ʹʌndə(r)]
ბეჭდვა
მიუთითებს

1. 1) რისამე ქვეშ / ქვემოთ ყოფნას, მდებარეობას ან მოძრაობას ქვეშ, ქვემოთ; have you looked under the bed? ლოგინის ქვეშ შეიხედე? we found him hiding under the table ჩვენ იგი მაგიდის ქვეშ დამალული ვნახეთ; she placed the ladder under the window მან კიბე ფანჯრის ქვეშ მიადგა კედელს; the room under his study ოთახი მისი სამუშაო კაბინეტის ქვეშ; in summer, we often slept under the stars ზაფხულში ხშირად გვეძინა ხოლმე ვარსკვლავებით მოჭედილი ღია ცის ქვეშ; a small village which lies under the mountain პატარა სოფელი, რომელიც ამ მთის ძირასაა განლაგებული; we sailed under the Golden Gate Bridge გემით "ოქროს კარიბჭის" ხიდის ქვეშ გავცურეთ / გავიარეთ; the dog squeezed under the gate and ran into the road ძაღლი ჭიშკრის ქვეშ გაძვრა და გზაზე გაიქცა; under her arm, she carried a large portfolio იღლიის ქვეშ / იღლიაში ქალს დიდი პორტფელი ჰქონდა ამოდებული;

2) რისამე ზედაპირის ქვეშ ყოფნას ან არსებობას ქვეშ; most of an iceberg is under the water აისბერგის უდიდესი ნაწილი წყლის ზედაპირის ქვეშაა; the boat lay under several feet of water ჩაძირული ნავი რამდენიმე ფუტის სიღრმეზე იდო წყალქვეშ / ფსკერზე; vast stores of gas under the North Sea გაზის უზარმაზარი მარაგები ჩრდილოეთის ზღვის ქვეშ; he was wearing a vest under his shirt პერანგის ქვეშ მას მაისური ეცვა;

2. 1) ნაკლებ რაოდენობას ან სიდიდეს ნაკლები; ამა თუ იმ ოდენობის ქვემოთ; an annual income of under £10 000 წლიური შემოსავალი 10 000 გირვანქა სტერლინგზე ნაკლები ოდენობით / 10 000 გირვანქა სტერლინგს ქვემოთ; it took us under an hour ერთ საათზე ნაკლები დრო დაგვჭირდა; I spend just under four hours a day seeing customers დღეში ოთხ საათზე ოდნავ ნაკლებ დროს კლიენტებთან შეხვედრებში ვატარებ;

2) ნაკლებ / უფრო ახალგაზრდა ასაკს უმცროსი, ნაკლები ასაკისა; ამა თუ იმ ასაკამდე; these toys are not suitable for children under five ეს სათამაშოები ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ გამოდგება / შესაფერისი არაა; nobody under 18 is allowed to buy alcohol არავის, ვისაც 18 წელი ჯერ არ შესრულებია, ალკოჰოლიანი სასმელების შეძენის უფლება არა აქვს; to be under age ʘ არასრულწლოვანია [შდრ. აგრ. underage];

3. ვისიმე ხელმძღვანელობის / მმართველობის / კონტროლის ქვეშ ყოფნას ქვეშ; დროს; -ით; the country is now under martial law ქვეყანაში ახლა სამხედრო მდგომარეობა მოქმედებს; the coinage was reformed under Elizabeth I სამონეტო სისტემის რეფორმა ელისაბედ I-ის დროს / დედოფლობის პერიოდში განხორციელდა; a programme initiated under President Clinton and continued under President Bush პროგრამა, რომელიც პრეზიდენტ კლინტონის დროს დაიწყო და პრეზიდენტ ბუშის დროს გაგრძელდა; would it have been different under a Labour government? ლეიბორისტული მთავრობის მმართველობის დროს საქმე სხვაგვარად იქნებოდა? Egypt under Roman rule ეგვიპტე რომაული მმართველობის ქვეშ / დროს; to sail under the British flag ბრიტანეთის დროშის ქვეშ / დროშით ცურვა; she has a staff of 19 working under her მისი ხელმძღვანელობის ქვეშ 19-კაციანი პერსონალი მუშაობს; under its new conductor, the orchestra has established an international reputation ახალი დირიჟორის ხელმძღვანელობით, ორკესტრმა საერთაშორისო დონეზე გაითქვა სახელი; under the editorship of ვისიმე რედაქტორობით;

under II under-

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0511