1. არაკომფორტაბელურად, არაკომფორტულად, უკომფორტოდ; მოუხერხებლად, უხერხულად; the house was dark and uncomfortably cold სახლი ბნელი და არაკომფორტულად / მოუხერხებლად ცივი იყო; to live uncomfortably უკომფორტოდ / არაკომფორტულ პირობებში ცხოვრება;
2. დისკომფორტის გამომწვევად, შემაწუხებლად, უხერხულად; უსიამოვნოდ, არასასიამოვნოდ; I became uncomfortably aware that no one else was laughing უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა, როდესაც დავინახე / გავაცნობიერე, რომ სხვა არავინ იცინოდა; her comment was uncomfortably close to the truth მისი შენიშვნა უსიამოვნოდ ახლოს იყო სიმართლესთან;
3. დისკომფორტის / უხერხულობის განცდით; შეწუხებულად, მოუსვენრად, დაბნეულად; he shifted uncomfortably in his seat when I mentioned money როდესაც ფული ვახსენე, იგი მოუსვენრად შეინძრა / შეიშმუშნა თავის სავარძელში.