1. არაკომფორტაბელური, არაკომფორტული; მოუხერხებელი, უხერხული; his hard, uncomfortable bed მისი მაგარი, მოუხერხებელი საწოლი; this sofa is so uncomfortable ეს დივანი დასაჯდომად ძალიან მოუხერხებელია; uncomfortable shoes მოუხერხებელი / ცუდი სატარებელი ფეხსაცმელები; I was sitting in an extremely uncomfortable position ძალზე უხერხულად / მოუხერხებელ მდგომარეობაში ვიჯექი;
2. დისკომფორტის გამომწვევი, შემაწუხებელი, უხერხული; უსიამოვნო, არასასიამოვნო; there was an uncomfortable silence უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა; an uncomfortable fact უსიამოვნო / არასასიამოვნო ფაქტი; I had the uncomfortable feeling that it was my fault შემაწუხებელი / უსიამოვნო გრძნობა მქონდა, თითქოს მომხდარი ჩემი ბრალი იყო;
3. დისკომფორტს / უხერხულობას რომ განიცდის; შეწუხებული, მოუსვენრად მყოფი, დაბნეული; he looked distinctly uncomfortable when the subject was mentioned როდესაც ამ საკითხზე ჩამოვარდა საუბარი, იგი აშკარად შეწუხებული / დაბნეული ჩანდა; he began to feel uncomfortable at the man's hard stare ამ კაცის დაჟინებული მზერისაგან იგი თავს სულ უფრო უხერხულად გრძნობდა.