1. ტიპი, სახეობა, სახე; კლასი, კატეგორია; different racial types სხვადასხვა რასობრივი ტიპები; I love this type of book მიყვარს ასეთი ტიპის / ასეთი წიგნები; she mixes with people of all types მას ყველანაირი სახის / ყველანაირ ხალხთან აქვს ურთიერთობა; what do you charge for work of this type? რამდენს იღებ / რამდენს ითხოვ ხოლმე ამ ტიპის / ამ სახის / ასეთ სამუშაოში?
2. პოლიგრ., კომპ. შრიფტი (კომპიუტერული, სტამბური); bold type სქელი და მუქი შრიფტი; italic type კურსივი; in bold [italic] type მუქი შრიფტით [კურსივით] აკრეფილი, გამოყოფილი; the type was too small for me to read ასეთი შრიფტი ჩემთვის საკითხავად მეტისმეტად წვრილი იყო; ასეთი წვრილი შრიფტის კითხვა არ შემეძლო;
3. ბიოლ. ნომენკლატურული ტიპი.