1. მოხრა (˂მო˃ხრის; ˂მო˃იხრება), მოღუნვა; twist the cable to form a half-circle კაბელი ისე მოხარე, რომ ნახევარწრის ფორმა მიიღოს;
2. 1) მოტრიალება (˂მო˃ატრიალებს; ˂მო˃ტრიალდება), მობრუნება; მიტრიალება, მიბრუნება (ითქმის ადამიანის სხეულის ან სხეულის ნაწილის შესახებ); he twisted his head მან თავი მოატრიალა; she twisted in her chair when I called her name როდესაც დავუძახე, იგი სავარძელში შემოტრიალდა;
2) ტკენა (იტკენს), ღრძობა, უხერხულად მოტრიალება (კოჭისა, მაჯისა, მუხლისა); she twisted her wrist ქალმა მაჯა იტკინა / იღრძო; he has twisted his ankle playing tennis ჩოგბურთის თამაშისას ფეხი გადაუბრუნდა / კოჭი იღრძო;
3. ხელით მოტრიალება (˂მო˃ატრიალებს), ტრიალი, (მო)ბრუნება; twist the door knob to the right კარის სახელური მარჯვნივ მოატრიალე / გადაატრიალე; I twisted the ring on my finger ბეჭედს თითზე ვატრიალებდი;
4. ʘ მიიკლაკნება, მიხვეულ-მოხვეულია, მიმართულებას ხშირად იცვლის (
ითქმის გზის, მდინარის და მისთ. შესახებ); the road twisted through the hills გზა გორაკებს შორის მიიკლაკნებოდა; narrow twisting streets ვიწრო / მიხვეულ-მოხვეული ქუჩები; a twisting staircase ხვეული კიბე;
5. დაგრეხა (˂და˃გრეხს; ˂და˃იგრიხება), დეფორმირება; a heap of twisted metal დაგრეხილი / დეფორმირებული ლითონის გროვა; he twisted my arm behind my back მან ხელი ზურგს უკან გადამიგრიხა / ამომიტრიალა; her face twisted in anger მას ბრაზისაგან სახე შეეცვალა / დაეღრიჯა;
6. დახვევა (˂და˃ახვევს; ˂და˃ეხვევა), შემოხვევა; დაგრეხა, დაწვნა; ერთმანეთში გადაგრეხა / გადაწვნა; he twisted a scarf around his neck მან კისერზე შარფი შემოიხვია; the rope got twisted თოკი დაიგრიხა;
7. დამახინჯება (˂და˃ამახინჯებს), მცდარად წარმოდგენა (რისამე მნიშვნელობისა და მისთ.); you are twisting my words შენ ჩემს სიტყვებს / ჩემი ნათქვამის მნიშვნელობას ამახინჯებ / არასწორად გადმოსცემ; to twist facts ფაქტების განზრახ დამახინჯება;
8. საუბ. მოტყუება (˂მო˃ატყუებს), გაცურება.