ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

try II verb
[traɪ]
ბეჭდვა

1. ცდა (ცდილობს), ძალების დაძაბვა (რისამე გასაკეთებლად, მისაღწევად და მისთ.); to try one's best to do smth. ყველა ღონის ხმარება / ძალ-ღონის არდაშურება რისამე გასაკეთებლად; I don't know if I can do it myself, but I'll try არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა დამოუკიდებლად ამის გაკეთებას, მაგრამ ვეცდები; I tried to phone you but I couldn't get through ვცადე შენთვის დამერეკა, მაგრამ ვერ გამოვედი / ვერ დაგიკავშირდი; I'm sure you can do it if you try დარწმუნებული ვარ, რომ თუ ეცდები, შეძლებ;

2. სინჯვა (სინჯავს); რისამე გამოყენების ან გაკეთების ცდა; try sleeping on your back ზურგზე ძილი სინჯეთ; I've tried everything but I can't get her change her mind რა არ ვცადე, მაგრამ მას აზრს / გადაწყვეტილებას ვერ ვაცვლევინებ; have you ever tried this dish? ეს კერძი თუ გაგისინჯავთ? we tried the door but it was locked კარი მოვსინჯეთ, მაგრამ დაკეტილი აღმოჩნდა;

3. გასამართლება (˂გა˃ასამართლებს); საქმის განხილვა (სასამართლოში); to be tried for murder ʘ მკვლელობისთვის გაასამართლეს; the case will be tried before a jury საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში იქნება განხილული;

to try on მოზომება (˂მო˃იზომებს), გასინჯვა (ტანსაცმლისა, ფეხსაცმლისა და მისთ.); can I try these shoes on, please? შეიძლება ეს ფეხსაცმელები მოვიზომო / გავისინჯო? to try out რისამე მოსინჯვა (˂მო˃სინჯავს), სინჯვა; გამოცდა, შემოწმება;

to try and do smth. საუბ. რისამე გაკეთების ცდა; რისამე გაკეთება; we must try and understand უნდა ვეცადოთ მივხვდეთ / გავიგოთ; I'll try and help them ვეცდები დავეხმარო მათ; try and finish your job quickly შენს სამუშაოს მალე მორჩი; ეცადე შენს სამუშაოს მალე მორჩე; please try and help me to cope with this გთხოვ, დამეხმარე ამისთვის თავის გართმევაში; could you try and make less noise? არ შეიძლება, ცოტა ნაკლები იხმაურო(თ)?

try I try-and-buy

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0191