![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. 1) ნელა / ხმაურით წაყვანა (მიჰყავს) / გადაადგილება; ʘ მიაგორებს; he was trundling a cart იგი ურიკას მიაგორებდა; 2) ნელა, ხმაურით მოძრაობა (მოძრაობს) / გადაადგილება; ʘ მიგორავს (ითქმის მანქანის, ეტლის და მისთ. შესახებ); a train trundled past at half past nine ათის ნახევარზე მძიმედ ჩაიგრუხუნა მატარებელმა; a bus trundled up აღმართზე ხმაურით ამოღოღდა ავტობუსი; 2. 1) გორება (მიაგორებს); ʘ აგორავებს (ბურთს, რგოლს და მისთ.); he trundled a bottle across the floor იგი იატაკზე ბოთლს აგორავებდა; 2) გორვა (გორავს, მიგორავს); ბრუნვა, ტრიალი; 3. ნელა, მძიმე ნაბიჯებით სვლა (მიდის) / სიარული (ითქმის ადამიანის შესახებ); ▭ to trundle out კიცხვ. გამეორება (˂გა˃იმეორებს), კვლავ თქმა ან გაკეთება (უკვე მრავალგზის ნათქვამის ან გაკეთებულისა); the protesters trundled out a long list of demands საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თავიანთი ადრე ბევრჯერ გახმოვანებული მოთხოვნების გრძელი სია ჩაიკითხეს. |
||||
![]() |
![]() |
|||
| truncheon | trunk |