აწარმოებს წიგნური და ტერმინოლოგიური ხასიათის სიტყვებს
1. აქვს მნიშვნელობა იქით, იქითა მხარეს, გაღმა, გადაღმა; გავლით, გამჭოლ; ქართულში უპირატ. შეესატყვისება კომპონენტი ტრანს-; transatlantic ტრანსატლანტიკური; transalpine ტრანსალპური; transcontinental ტრანსკონტინენტური; translucent შუქგამტარი; ნახევრად გამჭვირვალე;
2. მიუთითებს ადგილმდებარეობის, ფორმის, მდგომარეობის და მისთ. შეცვლას; ქართულში უპირატ. შეესატყვისება კომპონენტი ტრანს-, ან ითარგმნება როგორც გადა-, გარდა-; transfuse გადასხმა; transform გარდაქმნა, ტრანსფორმირება; transportable გადასატანი, ტრანსპორტაბელური;
3. მიუთითებს რისამე გადამეტებას / რისამე ფარგლებს გარეთ გასვლას; ქართულში შეესატყვისება კომპონენტი ტრანს-, ან ითარგმნება როგორც გადა-; transcendental ტრანსცენდენტალური; transgression გადაცდომა; კანონის, წესის დარღვევა.