![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. ტრადიციული; ტრადიციებზე / ადათ-წესებზე დაფუძნებული; თაობიდან თაობას რომ გადაეცემა; the traditional Andalusian costume ტრადიციული ანდალუსიური სამოსი; the traditional Romanian music ტრადიციული რუმინული მუსიკა; 2. ტრადიციული, ჩვეულებრივი, ჩვეული; ტიპური; ხშირად რომ მეორდება ან გვხვდება; one's traditional occupation ვისიმე ჩვეული საქმიანობა; beer is the traditional drink after work ტრადიციულად / ჩვეულებრივ, სამუშაოს დამთავრების შემდეგ ლუდს სვამენ ხოლმე; the house built in a traditional style ტრადიციული / ჩვეულებრივი / ტიპური სტილით ნაშენი სახლი; 3. (ზოგჯერ კიცხვ.) ტრადიციული, ტრადიციების მიმდევარი; ტრადიციულ / ძველებურ მეთოდებსა და მიდგომებზე დაფუძნებული; ძველებური; a traditional school ტრადიციული სკოლა; ტრადიციული / ძველებური მეთოდების მიმდევარი სკოლა; traditional parents ტრადიციების მიმდევარი / ძველებური ყაიდის მშობლები. |
||||
![]() |
![]() |
|||
| tradition | traditionalism |