1. ბიბლ. თოფეთი, გეენა, ჯოჯოხეთი;
2. ბიბლ. თოფეთი, თაფეთი (ადგილი ჰინომის / ენონის ველზე, იერუსალიმის მახლობლად, სადაც კერპთაყვანისმცემლობაში ჩავარდნილი ებრაელები მოლოქსა და ბაალს მსხვერპლად ბავშვებს სწირავდნენ);
3. არქეოლ. თოფეთი (საერთო სახელწოდება საკულტო-სარიტუალო დანიშნულების ადგილებისა ძვ. ფინიკიელებისა და კართაგენელების დასახლებათა მახლობლად, სადაც ისინი თავიანთ ღმერთებს მსხვერპლად ბავშვებს და აგრ. ცხოველებს სწირავდნენ და მსხვერპლად შეწირულთა ურნებში მოთავსებულ ნაშთებს კრძალავდნენ).