მიუთითებს
1. მოძრაობას, მიმართულებას ან მისვლას ამა თუ იმ ადგილისაკენ ან ადგილამდე -კენ, -ში, -მდე; he walked to school იგი სკოლაში / სკოლისაკენ ფეხით წავიდა; she's going to London იგი ლონდონში მიემგზავრება; Pisa is to the west of Florence პიზა ფლორენციიდან დასავლეთით მდებარეობს; turn to the left მარცხნისაკენ შეტრიალდი / წადი; მარცხნივ შეუხვიე; the object fell to the ground ეს საგანი მიწაზე დაეცა; he rose to power მან ძალაუფლება მოიპოვა; მან ძალაუფლებას / მაღალ მდგომარეობას მიაღწია;
2. სივრცით, დროით ან ხარისხობრივ ზღვარს -მდე; it is five miles to the station სადგურამდე ხუთი მილია; her long hair falls to her waist ქალს გრძელი თმა წელამდე სწვდება; how long is it to dinner? სადილამდე რამდენი დროა დარჩენილი? from beginning to end დასაწყისიდან დასასრულამდე; თავიდან ბოლომდე; from noon to two o'clock შუადღიდან ორ საათამდე; she must be 35 to 40 years old ვფიქრობ, იგი 35-დან 40 წლამდე ასაკისა უნდა იყოს; to perfection სრულყოფილებამდე მიყვანილი; სრულყოფილად; to tear a letter to pieces წერილის ნაკუწებად ქცევა / დახევა; to sing a baby to sleep ბავშვის სიმღერით დაძინება; to reduce smb. to tears ვისიმე ატირება / ცრემლებამდე მიყვანა;
3. შედარებას: I prefer theatre to opera თეატრი უფრო მიყვარს, ვიდრე ოპერა; ოპერას თეატრი მირჩევნია; the team today is nothing to what it once was ეს გუნდი დღეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ოდესღაც იყო; they won by two (goals) to one მათ ანგარიშით ორით ერთი მოიგეს;
4. რომ მოქმედება პირისკენ ან საგნისკენ არის მიმართული, ან რომ პირი ან საგანი მოქმედების ობიექტია -თვის, მიმართ;
გადმოიცემა მიცემითი ბრუნვითაც; give it to me ეგ მე მომეცი; be kind to animals ცხოველების მიმართ კეთილი იყავი; sorry, I didn't realize you were talking to me მაპატიეთ, ვერ მივხვდი, რომ მე მელაპარაკებოდით; to whom did you address the letter? წერილი ვის გაუგზავნე? what has she done to her hair? რა უქნია თავისი თმისთვის?
5. საათის შესრულებამდე დარჩენილ დროს: it's ten to nine ცხრას უკლია ათი წუთი; it's a quarter to five now ახლა ხუთს უკლია თხუთმეტი წუთი;
6. მოქმედებას რისამე თანხლებით ან რისამე ფონზე: to dance to the music მუსიკის თანხლებით ცეკვა.