1. დრო (ცნება); time and space დრო და სივრცე; time passes quickly დრო სწრაფად გადის; as time goes by; as time passes რაც დრო გადის; customs change over time დროთა განმავლობაში წეს-ჩვეულებები იცვლება;
2. დრო (საათის მიხედვით); what time is it? what's the time? რა დროა? რომელი საათია? look at the time! We'll be late ნახე რა დროა! დაგვაგვიანდება; this time tomorrow I'll be on the plane ხვალ ამ დროს თვითმფრინავში ვიჯდები;
3. ჯერი, რისამე ცალკეული შემთხვევა; five times ხუთჯერ; many times ბევრჯერ, მრავალჯერ; next time შემდეგში, შემდეგ ჯერზე; this time ამჯერად; at no time წიგნ. არც ერთხელ; არასდროს; every time I watch this movie I feel sad ყოველთვის, როდესაც ამ კინოფილმს ვუყურებ, სევდა მიპყრობს ხოლმე; how many times do I have to tell him to stop doing that? რამდენჯერ უნდა ვუთხრა მას, ეს აღარ გააკეთო-მეთქი? the first time I saw him როდესაც მე იგი პირველად ვნახე; that was the last time that I saw her მაშინ მე იგი უკანასკნელად ვნახე;
4. რაიმესთვის შესაფერისი ან არსებული დრო, დროის მონაკვეთი; is there time for a cup of coffee? გვაქვს დრო ფინჯანი ყავის დასალევად? time of departure, departure time გამგზავრების დრო; it's time to go home შინ წასვლის დროა;
5. რაიმესთვის საჭირო დრო, დროის რაოდენობა / ხანგრძლივობა; the injury will take a long time to heal ამ ტრავმის მორჩენას დიდი დრო დასჭირდება; the journey time is two hours მგზავრობის ხანგრძლივობა ორი საათია; the winner's time was 52 seconds გამარჯვებულის დრო 52 წამი იყო;
6. ესა თუ ის ისტორიული დრო, ეპოქა, ხანა; at the time of King Henry VIII ჰენრი VIII-ის მეფობის დროს / ხანაში;
7. (სადმე) ამა თუ იმგვარად გატარებული დრო; we had a great time in Iceland ისლანდიაში დიდებული დრო გავატარეთ;
8. დრო (დროის აღრიცხვის სისტემა); Greenwich Mean Time გრინვიჩის (საშუალო) დრო; local time ადგილობრივი დრო;
9. მუს. 1) ტაქტი; four-four time ოთხწილადი ტაქტი, ოთხი მეოთხედის ზომის ტაქტი; to beat time ტაქტის თვლა;
2) რიტმი, ტემპი; to keep time სწორ რიტმში დაკვრა ან მღერა, რიტმის დაჭერა;
10. სამხ. მარშის / მარშით სვლის ტემპი / სიჩქარე (წუთში გადადგმული ნაბიჯების რაოდენობის მიხედვით);
◇ against time სწრაფად, დაყოვნების გარეშე; დროის ნაკლებობის პირობებში (დათქმული ვადისთვის რისამე მოსწრების მიზნით); ahead of one's time თავის დროს / ეპოქას წინ რომ უსწრებს (მოწინავე შეხედულებებით, ნოვატორული იდეებით და მისთ.); behind the times დროს ჩამორჩენილი; დრომოჭმული, ძველმოდური; ahead of time დროზე / დათქმულ ვადაზე ადრე; behind time დათქმულ / ბოლო ვადაზე გვიან; დაგვიანებით; all in good time ყველაფერი თავის დროზე; ყველაფერს თავისი დრო აქვს; at the same time ა) ერთსა და იმავე დროს, ერთდროულად; ბ) ამავე დროს, ამავდროულად, ამასთან ერთად; at times, from time to time დროდადრო; შიგადაშიგ, ზოგჯერ; for the time being მოცემული მომენტისთვის, ამჟამად; ჯერჯერობით, დროებით; in time ა) დროზე, დროულად, დაგვიანების გარეშე; ბ) დროთა განმავლობაში, ბოლოს და ბოლოს, ადრე თუ გვიან; it is about /it is high / time to do smth. საუბ. უკვე კარგა ხანია დროა, რაიმე გაკეთდეს; რაიმე უკვე კარგა ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო; on time დროულად, პუნქტუალურად; დროული, პუნქტუალური.