შემოჰყავს დამოკიდებული წინადადებები და გარემოებითი კონსტრუქციები
1. რომლებიც მიუთითებენ დროის მომენტს 1) რომლის დადგომამდეც ხდებოდა მოქმედება (მანამ) სანამ, ვიდრე (არ); wait till the rain stops დაიცადეთ, სანამ წვიმა (არ) გადაიღებს; this person is acting as deputy till the manager returns მენეჯერის დაბრუნებამდე ეს პირი მისი მოადგილის მოვალეობებს ასრულებს; ვიდრე მენეჯერი არ დაბრუნდება, მისი მოადგილის მოვალეობებს ეს პირი ასრულებს; do not leave till she comes არ წახვიდეთ, ვიდრე იგი არ მოვა; please wait till we get home გთხოვ, დაიცადე, სანამ სახლში მივალთ;
2) რომლის დადგომამდეც მოქმედება არ მომხდარა (ჩვეულ. უარყოფის შემდეგ) (მხოლოდ) მას შემდეგ რაც; (მანამ) სანამ, ვიდრე (არ); he will not come till you invite him იგი (მანამ) არ მოვა, სანამ არ დაპატიჟებთ; იგი მხოლოდ მას შემდეგ მოვა, რაც დაპატიჟებთ; the game's not over till the referee blows the whistle თამაში არ მთავრდება, ვიდრე მსაჯი არ დაუსტვენს; თამაში მსაჯის სასტვენამდე გრძელდება; I can't begin till she's finished ვერ დავიწყებ, სანამ იგი არ მორჩება; the economy will never prosper till the existing political system is wholly changed ქვეყნის ეკონომიკა ვერ აყვავდება, სანამ არსებული პოლიტიკური სისტემა მთლიანად არ შეიცვლება;
2. რომლებიც მიუთითებენ მოქმედების შედეგს -მდე; (მანამ) სანამ (არ); ისე (ძლიერ, დიდხანს და ა.შ.) რომ; to laugh till one cries ტირილამდე სიცილი; გულიანად / თვალზე ცრემლის მოდგომამდე სიცილი; Jeremy ran till he was out of breath ჯერემიმ სუნთქვის შეკვრამდე ირბინა; ჯერემიმ მანამ ირბინა, სანამ სუნთქვა არ შეეკრა; to do smth. till one is blue (in the face) საუბ. გალურჯებამდე / გონების დაკარგვამდე / არაქათის გაცლამდე რისამე კეთება.