(
threw;
thrown)
1. სროლა (ისვრის), ტყორცნა; გადასროლა, გადაგდება; to throw stones at the window ფანჯრისთვის ქვების სროლა; to throw the ball up and catch it again ბურთის ზევით აგდება და ისევ დაჭერა; throw me that towel, please ეგ პირსახოცი გადმომიგდე, თუ შეიძლება; then we had a competition to see who could throw the furthest შემდეგ ჩვენ შეჯიბრება მოვაწყვეთ იმის გასარკვევად, ვის უფრო შორს შეეძლო ესროლა / ეტყორცნა რაიმე; to throw the dice კამათლის გაგორება; the ship was thrown onto the rocks ქარიშხლის შედეგად გემი კლდეებს მიენარცხა; to throw smth. open რისამე ფართოდ გაღება (აგრ. გადატ.); the windows were thrown open to let the smoke out ბოლის გარეთ გასაშვებად ფანჯრები სასწრაფოდ ფართოდ გააღეს; globalization means throwing markets open to international competition გლობალიზაცია ადგილობრივ ბაზრებზე საერთაშორისო კონკურენციის დაშვებას ნიშნავს; the tree threw a long shadow across the lawn ხე გაზონს გრძელ ჩრდილს ჰფენდა, გაზონს ხის გრძელი ჩრდილი ეცემოდა;
2. დაგდება (˂და˃აგდებს), სწრაფად და დაუდევრად დადება; just throw your backpack down over there შენი ზურგჩანთა აი, იქ დააგდე;
3. სხეულის ან სხეულის ნაწილის სწრაფად ამოძრავება (აამოძრავებს), გა(და)ქნევა, მოქნევა და მისთ.; to throw back one's head and roar with laughter თავის უკან გადაქნევა / გადაგდება და ხმამაღლა გადახარხარება; to throw one's arms around smb. ვინმესთვის ხელების შემოჭდობა; ʘ ვინმეს ˂მო˃ეხვევა; to throw oneself onto the bed ლოგინზე დამხობა / დავარდნა;
4. ამა თუ იმ მდგომარეობაში მოყვანა (მოიყვანს) / ჩაგდება; it threw us into confusion ჩვენ ამან დაგვაბნია; to be thrown into sharp focus საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოქცევა;
5. საუბ. დაბნევა (˂და˃აბნევს), შეცბუნება; გაკვირვება, გაოგნება; აღელვება, შეწუხება; your question threw me შენმა კითხვამ დამაბნია; the news of his death really threw us მისი გარდაცვალების ამბავმა პირდაპირ გაგვაოგნა;
6. ტექ. გადაწევა (გადასწევს), გადართვა (სახელურისა, ბერკეტისა, ამომრთველისა);
7. სამეთუნეო ჩარხზე დამზადება (˂და˃ამზადებს), ამოყვანა (ქოთნისა, თეფშისა და მისთ.); a wheel-thrown / a hand-thrown / vase სამეთუნეო ჩარხზე დამზადებული / ხელით ამოყვანილი ვაზა;
8. საუბ. მოწყობა (˂მო˃აწყობს), გამართვა (წვეულებისა);
▭ to throw away 1) გადაგდება (˂გადა˃აგდებს), თავიდან მოცილება (რაიმე ზედმეტისა / უვარგისისა); it is useless, you can throw it away ეს უვარგისია, შეგიძლია გადააგდო; that old table should be thrown away ეგ ძველი მაგიდა გადასაგდებია;
2) ვერგამოყენება (ვერ ˂გამო˃იყენებს); ხელიდან გაშვება; to throw away an opportunity შესაძლებლობის ხელიდან გაშვება; to throw off სწრაფად / ნაჩქარევად გახდა (˂გა˃იხდის) ტანსაცმლისა; I entered the room and threw off my wet raincoat ოთახში შევედი და სველი საწვიმარი სასწრაფოდ გავიხადე / გავიძრე; to throw on სწრაფად / ნაჩქარევად ჩაცმა (˂ჩა˃იცვამს) ტანსაცმლისა; I just threw on the first shirt I found პირველივე პერანგი მოვიცვი, რომელიც კი ხელში მომხვდა; she threw on a sweater and ran out of the door მან სვიტრი ჩამოიცვა და გარეთ გავარდა; to throw together ნაჩქარევად გაკეთება (˂გა˃აკეთებს), დამზადება; his wife threw together a quick meal მისმა ცოლმა სასწრაფოდ დაამზადა საჭმელი; to throw up საუბ. პირის ღებინება (აღებინებს); ამოღებინება, ამორწყევა; the stench made me want to throw up ამ მყრალი სუნისაგან გული კინაღამ ამერია; the infant has thrown up his dinner ჩვილს ნაჭამი ამოუღებინებია;
◇ to throw accusations at someone ვინმესთვის უამრავი ბრალდების წაყენება / პირში მიხლა; to throw light on smth. რაიმესთვის შუქის მოფენა, რისამე განმარტება / ახსნა; to throw doubt at smth. ეჭვქვეშ რისამე დაყენება, საეჭვოდ რისამე გახდა; to throw oneself into smth. ენერგიულად / ენთუზიაზმით რისამე დაწყება / რაიმესთვის ხელის მოკიდება; to throw one's hat into the ring შეჯიბრებაში, პაექრობაში, არჩევნებში და ა.შ. ჩაბმა.