1. 1) აზროვნება, ფიქრი; logical thinking ლოგიკური აზროვნება;
2) pl არქ. ფიქრები, აზრები; but all these sayings and doings and thinkings affected him not in the least მაგრამ მთელი ეს სიტყვები, ქმედებები და ფიქრები მასზე ოდნავ ზემოქმედებასაც არ ახდენდა;
2. აზრი, მოსაზრება; შეხედულება; to my way of thinking, to / in / my thinking ჩემი აზრით; to my way of thinking, you should have done that many years ago ჩემი აზრით / მე თუ მკითხავ, შენ ეს მრავალი წლის წინ უნდა გაგეკეთებინა;
◇ to put one's thinking cap on საუბ. დაფიქრება, გონების დაძაბვა; ≅ ტვინის განძრევა (პრობლემის გადასაჭრელად, ლოგიკური ამოცანის ამოსახსნელად და მისთ.).