ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

there adverb
[ðɛə(r) (სრული ფორმა): ðə(r) (რედუცირებული ფორმა)]
ბეჭდვა

1. იქ; იქით; to be there იქ ყოფნა; to stay there იქ დარჩენა; are you there? მისმენთ? (ტელეფონით ვინმესთან საუბრისას); could you put the chair there, please? თუ შეიძლება, სკამი აი, იქ დადგით; I like Milan. My husband and I met there მიყვარს მილანი; მე და ჩემი ქმარი იქ შევხვდით ერთმანეთს; have you been to Bonn? We're going there next week ბონში ყოფილხართ? ჩვენ იქ მომავალ კვირას მივემგზავრებით; look there! იქით გაიხედე! there and back იქით და აქეთ, უკანვე; hopefully, we'll get there in time იმედია, იქ დროზე მივალთ / ვიქნებით;

2. შორისდ. მნიშვნ. 1) იხმარება (რაიმესადმი) ვისიმე ყურადღების მისაპყრობად: hello, there! ჰეი! ჰეი, მანდ! you there! Come here! ჰეი, თქვენ! მოდით აქ! there, I told you he wouldn't mind! აჰა! ხომ გეუბნებოდი, არაფერს იტყვის-მეთქი! there, there, you must not take all of this seriously კარგი(თ), კარგი(თ), ყოველივე ამას სერიოზულად არ უნდა მოეკიდო(თ);

2) აი! აჰა! ასეც ვიცოდი! there now! What did I tell you? აჰა! რას გეუბნებოდი? there! You've gone and broken the window! ნახე, რა ქენი! ფანჯარა გატეხე!

3. საუბ. იხმარება პატარა ბავშვის ან ცხოველის შესაქებად ან წასახალისებლად: finish your breakfast, there's a good boy დაამთავრე შენი საუზმე და კარგი ბიჭი იქნები;

Theravada thereabouts

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0355