1. ტერიტორია; ადგილი, რაიონი (ამა თუ იმ სახელმწიფოს, მმართველის და ა.შ. მფლობელობაში ან დაქვემდებარებაში მყოფი); adjoining territory მომიჯნავე / მოსაზღვრე ტერიტორია; aggressor-occupied territories აგრესორის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები;
2. 1) საკუთარი ტერიტორია, უბანი, სამფლობელო; the band's own territory ბანდის საკუთარი ტერიტორია, ბანდის მიერ კონტროლირებადი უბანი;
2) ზოოლ. ტერიტორია (რომელზეც ცხოველი ან ცხოველთა ჯგუფი ცხოვრობს, იკვებება და ა.შ.); the pride's territory პრაიდის / ლომების ოჯახის ტერიტორია;
3. პასუხისმგებლობის ტერიტორია, რაიონი (წარმომადგენლისა, აგენტისა და სხვა);
4. ტერიტორია,
ესა თუ ის ადგილი, მიდამო; uninhabited territories დაუსახლებელი / უკაცრიელი ტერიტორიები / ადგილები;
5. (აგრ. T.) 1) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული (სახელმწიფოსი);
2) საპროტექტორო ტერიტორია (პროტექტორატის ქვეშ მყოფი, შტატის ან პროვინციის სტატუსის არმქონე ტერიტორია – აშშ-ის, კანადისა და ავსტრალიისა);
6. მოღვაწეობის სფერო, დარგი;
7. სპორტ. სათამაშო მოედნის ნახევარი (ამა თუ იმ გუნდისა);
◇ to come / to go / with the territory ʘ ამა თუ იმ საქმიანობის, პროფესიის და მისთ. განუყოფელი ატრიბუტია; ≅ დარგის სპეციფიკაა ; she has to work long hours and some weekends, but in her kind of job that goes with the territory, I suppose გვიანობამდე, ხშირად კი შაბათ-კვირასაც უწევს მუშაობა, მაგრამ მისი საქმიანობის გათვალისწინებით ეს, ვფიქრობ, ჩვეულებრივი მოვლენაა; uncharted territory სრულიად უცნობი დარგი ან სფერო; ≅ ტერა ინკოგნიტა; virgin territory სრულიად უცნობი / შეუსწავლელი სფერო ან დარგი; ≅ ყამირი მიწა; to cover the territory მოცვა; განხილვა; შესწავლა (დარგისა, სფეროსი, თემატიკისა); the map is not the territory ამერ. "რუკა ტერიტორია არ არის", ვინმეზე, რაიმეზე საზოგადოებაში გავრცელებული წარმოდგენა სინამდვილეს არ შეესაბამება; საზოგადოებრივი აზრი ვისიმე, რისამე მიმართ არასამართლიანია / მიკერძოებულია; in negative [positive] territory ა) უარყოფით [დადებით] ნიშნულზე; ბ) ადრინდელ ან პროგნოზირებულ სიდიდეზე ნაკლები [მეტი].