(
tore;
torn)
1. 1) გახევა (გახევს; გაიხევა); მოხევა; დახევა; დაფხრეწა; she tore the letter in half მან წერილი შუაზე გახია; I tore a page out of my notebook ჩემი რვეულიდან ფურცელი ამოვხიე; my younger brother's trousers are always torn around the knees ჩემი პატარა ძმის შარვალი ყოველთვის გამოხეულია მუხლებთან; the election results tore the nation asunder არჩევნების შედეგებმა ერი შუაზე გახლიჩა; the newspaper is easy to tear გაზეთი ადვილად იხევა; to tear smth. into pieces რაიმეს დაკუწვა, დაფხრეწა, ნაკუწებად ქცევა;
2) მოგლეჯა (მოგლეჯს), აგლეჯა; to tear up floorboards იატაკის ფიცრების აგლეჯა; to tear smb. into pieces ვინმეს დაგლეჯა; the hurricane tore off the roofs in the region ქარიშხალმა რეგიონში სახლებს სახურავები ახადა;
2. სწრაფად მოძრაობა (მოძრაობს); ʘ მიქრის; he tore off down the street იგი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ქუჩაზე; an ambulance went tearing past გვერდით სასწრაფო დახმარების მანქანამ ჩაგვიქროლა;
3. მედ. კუნთის ან იოგის გაწყვეტა (გაიწყვეტს); he tore a ligament while playing football ფეხბურთის თამაშისას იოგი გაიწყვიტა;
4. ʘ ვერ გადაუწყვეტია, მერყეობს; გახლეჩილია (
ორ დაპირისპირებულ მხარეს ან განსხვავებულ არჩევანს შორის); he is torn between choosing for whom to vote მას ვერ გადაუწყვეტია ხმა ვის მისცეს; he is torn between his work and family გახლეჩილია სამსახურსა და ოჯახს შორის;
▭ to tear smth. apart დანგრევა (˂და˃ანგრევს); განადგურება; გახლეჩა; the country was torn apart by the civil war ქვეყანა გახლეჩილი იყო სამოქალაქო ომის გამო; families were torn apart because of the ruthless dictator ულმობელი დიქტატორის გამო ოჯახის წევრები ერთმანეთს მოწყვიტეს / დააშორეს; to tear smb. apart 1) ვინმეს განადგურება (˂გა˃ანადგურებს); ვინმესთვის გულის მოკვლა; stop crying – it's tearing me apart ნუ ტირი – ეს მე გულს მიკლავს;
2) გაკიცხვა (˂გა˃კიცხავს), მკაცრად დატუქსვა; გაკრიტიკება; our teacher tore us apart for running in the hall დერეფანში სირბილის გამო მასწავლებელმა მკაცრი შენიშვნა მოგვცა; to tear at თავდასხმა (თავს დაესხმება), ʘ ეცემა, დაეტაკება; she tore at me with all those hard questions იგი თავს დამესხა თავისი ძნელი კითხვებით; to tear oneself away (ხშ. უარყოფით წინადადებებში) ʘ ვერ სწყდება რაიმეს; she could not tear herself away from her book წიგნს თავი ვერ მოსწყვიტა; to tear down დანგრევა (˂და˃ანგრევს); they tore down the old houses and built a shopping centre ძველი სახლები დაანგრიეს და მათ ადგილზე სავაჭრო ცენტრი ააშენეს; to tear into 1) სიტყვიერად თავდასხმა (თავს დაესხმება); გაკიცხვა; reporter tore into him with accusatory tone ჟურნალისტი მას ბრალმდებლის ტონით ჩააცივდა;
2) რისამე ენერგიულად, ენთუზიაზმით დაწყება (დაიწყებს; წამოწყება); she tore into unwrapping her presents იგი ენერგიულად შეუდგა თავისი საჩუქრების გახსნას; to tear off რისამე ნაჩქარევად / სახელდახელოდ გაკეთება (˂გა˃აკეთებს); to tear up დახევა (˂და˃ხევს); ნაკუწებად ქცევა; he demonstratively tore up the letter მან დემონსტრაციულად დახია წერილი;
◇ to tear a strip off smb. საუბ. ვინმეს მკაცრად დასჯა, ვინმესთვის ტყავის გაძრობა; to tear one's hair out საუბ. სიმწრისგან თავზე თმის გლეჯა; უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ყოფნა; to tear smb. a new one სლ. ვულგ. ვინმესთვის შავი დღის დაყრა.