1. 1) გასინჯვა (˂გა˃სინჯავს), რაიმესთვის გემოს გასინჯვა; can I taste a piece of that cheese? შეიძლება, აი იმ ყველის ნაჭერი გავსინჯო?
2) დეგუსტაციის მოხდენა (˂ მო˃ ახდენს), დეგუსტირება; to taste wines ღვინოების დეგუსტირება;
2. გემოს გრძნობა (გრძნობს) / გარჩევა; can you taste the pineapple in this cocktail? გრძნობ ანანასის გემოს ამ კოქტეილში? I have got a very bad cold, and can neither taste nor smell საშინლად ვარ გაცივებული და ვერც გემოსა ვგრძნობ და ვერც სუნს;
3. (ხშ. of) ამა თუ იმ გემოს ქონა (აქვს); to taste sour მჟავე გემოს ქონა; ʘ მჟავე გემო დაჰკრავს; to taste delicious საუცხოო გემოს ქონა; the ice tasted of tarragon ნაყინს ტარხუნის გემო ჰქონდა;
4. რაიმესთან პირველი
ან ხანმოკლე შეხვედრის / ნაცნობობის ქონა (აქვს);
რისამე შესახებ წარმოდგენის შექმნა; to taste success წარმატების ქონა; წარმატებისთვის გემოს გასინჯვა; the team has not yet tasted victory away გუნდს გასვლაზე / სტუმრად ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია; prisoners finally tasted freedom როგორც იქნა, პატიმრებმა თავისუფლება შეიგრძნეს;
5. არქ., დიალ. 1) დაფასება (˂და˃აფასებს), რისამე ფასის / მნიშვნელობის აღიარება;
2) რაიმესგან სიამოვნების მიღება (˂მი˃იღებს), რითიმე ტკბობა; რისამე მოწონება;
6. მოძვ. ხელით შეხება (˂შე˃ეხება), მოსინჯვა; ხელის და ა.შ. შეხებით შეგრძნობა / შესწავლა.